Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
შსს-მ ფოტოებზე გამოსახული მძღოლების ნაწილი დააჯარიმა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შიდა ქართლის საინფორმაციო
ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოკოლაჟის მიხედვით მძღოლების ნაწილი
ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.
ამის შესახებ რედაქციას სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ჯარიმები მხოლოდ პოლიციის თანამშრომლებს არ შეეხოთ, რადგან შს მინისტრის 2005 წლის ბრძანება, სამსახურებრივი მდგომარეობის შესრულებისას, პოლიციელებს ღვედის გამოყენებას არ ავალდებულებს.
ჩვენს კითხვაზე, არიან თუ არა ის ადამიანები პოლიციელები, რომლებიც ე.წ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ავტომანქანით ოჯახის წევრებთან (მათ შორის შვილებთან) ერთად მგზავრობენ, პრესსამსახურში ჯერ პასუხი არ აქვთ.
ერთ-ერთ ფოტოზე სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილ მოქალაქეს მცირეწლოვანი შვილი მანქანის წინა სავარძელში უზის.
შეგახსენებთ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გუშინ გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი სათაურით: ,,პატრულის ჯარიმები და პრივილეგირებული მძღოლები"
ვითარება გორის ცენტრალურ გამზირზე, სტალინის ქუჩაზე ხდება, სადაც პატრულის ეკიპაჟებთან ერთად, უღვედო მოქალაქეები, განსაკუთრებით სამოქალაქო ფორმიანები, გადაადგილდებიან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს კანონით განსაზღვრულ კონკრეტულ მოთხოვნებს.
ასევე, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის - საპატრულო პოლიციის მოსამსახურეებს უფლება აქვთ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გადაუხვიონ საგზაო მოძრაობის ცალკეულ წესებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაშია როგორც სპეციალური შეფერილობის მქონე, ასევე ჩვეულებრივი შეფერილობის ავტომანქანები, რომელთაც, ოპერატიული საქმიანობიდან გამომდინარე, არ აქვთ განმასხვავებელი ნიშანი. შესაბამისად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებით გათვალისწინებული გამონაკლისი ვრცელდება ჩვეულებრივი შეფერილობის ავტომანქანებზეც." - წერია განცხადებაში.
იხ. ამ თემაზე:
ფოტო-ფაქტი: პატრულის ჯარიმები და ხელშეუხებელი მძღოლები

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |