Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ატენში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის მასშტაბური პროექტი დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ატენის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოსო ვანიშვილმა აცნობა.

ამ ამბავს ვანიშვილი თანასოფლელებს ულოცავს.

საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრი სოსო ვანიშვილი 2015 წელს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნიათობაში და სამუშაოებისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდა.

კერძოდ, ატენის წყალმომარაგების პროექტი, რომლის ღირებულება მილიონ ლარს სცდება, გასულ წელს სამჯერ ჩავარდა.

ამის მიზეზი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან პროექტთან დაკავშირებით სამჯერ გაცემული უარყოფითი დასკვნის იყო.

პირველ შემთხვევაში, ატენის სასმელი წყლის პროექტი გათვალეს არა თუ ატენის, არამედ სხვა სოფლის, კერძოდ, ბერბუკის მოსახლეობის რაოდენობაზე და რელიეფის მონაცემებზე.

მეორე შემთხვევაში, პროექტში გათვალისწინებული არ იყო შინაური ფრინველებისა და ცხოველებისთვის საჭირო წყლის რაოდენობა. ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ მოწონებულ დოკუმენტში, მხოლოდ, მოსახლეობისთვის საჭირო წყლის რაოდენობაზე იყო საუბარი.

მესამე შემთხვევაში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მუნიციპალიტეტის გამგეობას ევროპული სტანდარტების გათვალისწინებას ურჩევდა, ხოლო, საბჭოური მეთოდით  გაანგარიშებებისგან თავშეკავებას ურჩევდა.

ეს სკანდალური დასკვნა სოსო ვანიშვილმა საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ წარუდგინა. 

გამგებელი დავით ონიაშვილი ფიქრობდა, რომ პროექტებს შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი იწუნებდა და მისი გავლენით ექსპერტიზის ბიურო უარყოფით დასკვნას სპეციალურად წერდა.

აწ უკვე ყოფილი გუბერნატორი და გამგებელიც წარმოშობით ატენიდან არიან. სოსო ვანიშვილი კი, გამგებელს და მისი სამსახურის უფროსებს, პროექტების შედგენა-შერჩევისას,, მეტ კომპეტენტურობასა და პროფესიონალიზმის გამოვლენისკენ მოუწოდებდა.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.