Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ხიდისთავის სასმელი წყლის პროექტის განხორციელებისთვის 11 კომპანია იბრძოდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 1 მლნ 900 000 ლარის ღირებულების პროექტი ჩავარდა.

ტენდერში მონაწილე 11 კომპანიიდან, სამ კომპანიას, მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურმა, დისკვალიფიკაცია რიგრიგობით მისცა.

11 კომპანიას შორის, რომლებიც სასმელი წყლის პროექტის განხორციელების უფლების მოპოვებისთვის იბრძოდა, ყველაზე დაბალი ფასი კომპანია ,,ვერელი +"-მა მიუთითა.

თუკი პროექტის საწყისი ღირებულება 1 მლნ 925 ათასი ლარი იყო, ,,ვერელი +"-მა მესამე რაუნდში 1 მლნ 394 388 ლარი მიუთითა.

,,ვერელი +" - ის დისკვალიფიკაციის შემდეგ გამგეობამ კომპანიის ,,შინაშხარჰის ფილიალი საქართველოში" საბუთები შეამოწმა.

აღნიშნულმა კომპანიამ სამუშაოების შესასრულებლად ერთი ლარით მეტი მიუთითა, ვიდრე ,,ვერელი +"-მა.

გამგეობის შესყიდვების სამსახურმა და სატენდერო კომისიამ სომხეთში რეგისტრირებული არც ამ კომპანიის შეთავაზება მოიწონა.

მესამე ცდაზე კომპანია ,,არჩიკოს ფილიალი საქართველოში"-ს შეთავაზება ნახეს. არც ამ კომპანიის წინადადება აღმოჩნდა მისაღები.

მესამე კომპანიას დისკვალიფიკაცია 2016 წლის 27 აპრილს მისცეს.

ამჟამად, შესყიდვების სამსახურს ახალი ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია.

ხიდისთავის სასმელი წყლის მასშტაბური პროექტი ჯერ კიდევ 2015 წელს უნდა განხორციელებულიყო. თუმცა, მთელი წლის განმავლობაში, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახური სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს შენიშვნების გასწორებას მოუნდა.

სატენდერო სხდომების ოქმებიდან ირკვევა, რომ მშენებლ კომპანიებს უმრავლეს შემთხვევაში ფასების გაანგარიშება არასწორად აქვთ მითითებული. კიდევ ერთი პირობა, რაც გამარჯვებულ კომპანიას წარსადგენად ჭირდებოდა, ბოლო ორი წლის განმვლობაში 2 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების გამოცდილების ქონა იყო.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.