Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
რაიონის საბავშვო ბაღებში კვების რაციონის შემოწმება დაიწყო
,,საბავშვო ბაღების გაერთიანების" მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა საბავშვო ბაღებში შემოწმებები დაიწყეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ შემოწმება სააღმზრდელობო კუთხით ხორციელდება, ასევე, ბავშვებისთვის კვების მიწოდების რაოდენობა მოწმდება.

,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბაგა-ბაღების გაერთიანებას დაქვემდებარებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მონიტორინგი ორი კუთხით მიმდინარეობს: ერთი მხრივ მოწმდება როგორ არის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და საკვების შენახვის პირობები დაცული, ასევე რამდენადაა უზრუნველყოფილი საკვების განსაზღვრული რაოდენობით მიწოდება აღსაზრდელებამდე და ა. შ მეორე მხრივ კი, საბავშვო ბაგა-ბაღები მოწმდება სააღმზრდელო კუთხით, რამდენად ხარისხიანად ასრულებს აღმზრდელი, ფსიქოლოგი და მთლიანად მომსახურე პერსონალი თავის მოვალეობას, ასევე ფასდება ყოველდღიური გეგმის მიხედვით თემატური მეცადინეობები." - იუწყება ბაღების გაერთიანების წარმომადგენელი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ საბავშვო ბაღებში საკვების მიწოდების რაოდენობა და რაციონის შემადგენლობა გაურკვევლია.

კერძოდ, თუკი კულტურის სამსახურის განყოფილების უფროსი ლელა მაისურაძე ამბობდა, რომ კვების რაციონში ხორცის რაოდენობა მომატებულია, ბაღების გაერთიანების კვების სპეციალისტი მიხეილ დალაქიშვილი აცხადებდა, რომ პირიქით, ხორცი კი არა, რძის პროდუქტებია მომატებული.

შიდა ქართლის ჟურნალისტმა აღნიშნული განცხადებების სისწორე კარალეთის საბავშვო ბაღში გადაამოწმეს და აღმოჩნდა, რომ რაციონის შემადგენლობა საერთოდ არ შეცვლილა.



სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს ბაღების გაერთიანების კვების სპეციალისტი და შესყიდვების განყოფილების უფროსი საბუთებით გამგეობაში დაიბარეს.

რაც შეეხება მონიტორინგის საკითხს, სვენეთისა და შავშვების საბაღო ბაღებში გაერთიანების დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში ქეთევან დვალიშვილი, მთავარ კოორდინატორ იზოლდა აზალაძესა და სპეციალისტი ქეთევან შაუთიძემონიტორინგის მიზნით, ესტუმრნენ. ადგილზე შემოწმდა აღსაზრდელების რეგისტრაციის ჟურნალი, დღიურად გაწერილი გეგმა და ბავშვთა პირადი საქმეები.

მონიტორინგის ჯგუფი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს დაესწრო. აღმზრდელს მეცადინეობის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციები მიეცა. ჯგუფს სააღმზრდელო კუთხით მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოუვლენია.

ახლო მომავალში კონტროლის მიზნით კვლავ იგეგმება უკვე შემოწმებული ბაგა-ბაღების ხელახლა გადამოწმება, თუ რამდენად იქნა სააღმზრდელო დარგის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების და მითითებების გათვალისწინება.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.