Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ხმების გადათვლის შემდეგ ბიულეტინები ზედმეტი აღმოჩნდა
სოფელ მეტეხის 22-ე უბნის შედეგების ხელახლა გადათვლის შემდეგ ორი ბიულეტინი ზედმეტი აღმოჩნდა.

კასპის საოლქო საარჩევნო კომისიამ დათვლის პროცესი ამ წუთებში დაამთავრა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი იტყობინება, რომ საოლქო კომისია უბნის შედეგების გაუქმება/არგაუქმებაზე გადაწყვეტილებას ვერ იღებს.

საუბნო კომისიის რეგისტრატორებს ახსნა-განმარტებებს აწერინებენ იმის შესახებ, თითქოს მათ ხელმოწერების აღნიშვნა გამორჩათ.

ზედმეტი ბიულეტინიდან ერთი გაბათილდა, რადგან მასზე ორი კანდიდატურა იყო შემოხაზული.

ხოლო მეორე ბიულეტინი ალექსანდრე მერებაშვილს ჩაუთვალეს.

ამჟამინდელი მდგომარეობით ,,ქართული ოცნების" კანდიდატს ამ უბანზე 409 აქვს, ნაცვლად 408-სა.

,,რა ვუყოთ ხელმოწერებს?" - კითხულობენ კომისიის წევრები.

კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წინააღმდეგია ახალი შედეგების დამტკიცების.

ხმების ხელახლა გადათვლაზე საჩივარი ,,სამართლიანი არჩევნების" კასპის წარმომადგენელმა დაწერა.

საჩივრის მიხედვით, საკონტროლო ფურცელზე თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერები არაა.

22 მაისს სოფელ მეტეხში შუალედური არჩევნები ჩატარდა. სოფლის წარმომადგენლის გუჯა გეჯაძის გარდაცვალების გამო, მეტეხელებმა ახალი წარმომადგენელი აირჩიეს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს კასპის საკრებულოში გაითვალისწინებს.

მეტეხის 22-ე უბანზეც ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა ხმების უმრავლესობა მიიღო.

ალექსანდრე მერებაშვილს 408 ხმა, ციცო აბუაშვილს (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) 134, ხოლო სოლომონ ტატანაშვილს (სახალხო საქართველოსთვის) 42 ხმა ერგო.

22-ე უბანზე ხმის მისაცემად 571 მოქალაქე მივიდა, სადაც 1263 ამომრჩეველი რეგისტრირებულია.

მეტეხში სულ სამი უბანი იყო გახსნილი: 22-ე; 23-ე და 37-ე უბნები.

სამივე უბანზე მმართველი გუნდის კანდიდატმა გაიმარჯვა. ცესკოს მონცემებით, ჯამში სამივე უბანზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ციცინო აბუაშვილმა - 340 (26.98%); ,,სახალხო საქართველოსთვის" წარმომადგენელმა სოლომონ ტატანაშვილმა - 95 (7.54%); ხოლო ალექსანდრე მერებაშვილმა - 825 (65.48%) ხმა აიღო.



Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.