Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გორის ქალთა კამერული გუნდი ბოდიშს იხდის
საგუნდო საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ღონისძიების
მიტოვების გამო, გორის ქალთა კამერული გუნდი მსმენელს ბოდიშს
უხდის.
ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გავრცელდა.
მიმართვის მიხედვით, გუნდს ერთერთმა ორგანიზატორმა შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფესტივალის მიტოვების მიზეზი გახდა.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა დახურვის ღონისძიების დაწყებამდე გორის თეატრის დარბაზში მყოფი ადამიანები ჩაწერა, რომლებიც გორის ქალთა გუნდის გამოსვლას მოუთმენლად ელოდებოდნენ.
საგუნდო საერთაშორისო ფესტივალი 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს დასრულდა. თეონა ცირამუას გუნდის გამოსვლას, ფესტივალის წინა დღეებში, გრანდიოზული ოვაციებით ხვდებოდნენ.
რა შეურაცხყოფაზე ან ,,გარედან შესულ" რომელ ორგანიზატორზეა საუბარი, ეს მიმართვაში არ ჩანს. საპასუხოდ, ორგანიზატორების (გორის მერია და კულტურის სამინისტრო) ოფიციალური განმარტება ჯერ არ გაკეთებულა.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მიმართვის ტექსტს სრულად გთავაზობთ.
,,გორის ქალთა კამერული გუნდის მიმართვა!
ძვირფასო გორელებო, ჩვენ ძალიან განვიცდით, რომ ჩვენს მოსასმენად მოსული გორელი და ასევე უცხოელი გულშემატკივარი გავაწბილეთ და ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე მონაწილება არ მივიღეთ.
ჩვენ ორჯერ გამოვედით თქვენს წინაშე და ორივეჯერ ფესტივალის ერთერთმა („გარედან შემოსულმა“) ორგანიზატორმა მასპინძელ გუნდს შეურაცხყოფა მოგვაყენა.
საქმე იმაშია, რომ ეს არ არის ,,გუშინ“ დაწყებული.
შარშან, ბატონი ჯემალ ბეგლარიშვილისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელიც გაიმართა ამავე ხელმძღვანელის მეთაურობით, გორის ქალთა კამერული გუნდი არ იქნა მიწვეული, რასაც მოყვა დიდი გარჩევა (არა გუნდის ხელმძღვანელის მიერ) და ბოლოს იძულებულნი გახდნენ, რომ მივეწვიეთ!
აქედან გამომდინარე, ჩვენ ცუდი გორელები ვიქნებოდით, რომ ამ მორიგ შეურაცხყოფაზე რეაქცია არ გაგვეკეთებინა!
ჩვენი გუნდი პატიებას თხოვს გორელებს და უცხოელ სტუმრებს, რომელთა აზრი ჩვენს შესახებ მალე გამოქვეყნდება!
ჩვენ ვაპირებთ გორელებისა და საპატიო სტუმრებისათვის ახლო მომავალში გავმართოთ უფასო კონცერტი, სადაც თქვენს წინაშე წარვსდგებით მრავალფეროვანი პროგრამით.
ჩვენ არასოდეს გვავიწყდება, რომ გორის ქალთა კამერული გუნდი ვართ!
იმედი გქონდეთ, რომ არასოდეს შეგარცხვენთ!
პატივისცემით და დიდი სიყვარულით
გ ო რ ი ს ქ ა ლ თ ა კ ა მ ე რ უ ლ ი გ უ ნ დ ი !"

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |