Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა გამყოფი ხაზის სოფლები დაათვალიერა
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონალური მისიის ხელმძღვანელი სიმონე ვოლკენი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში განხორციელებული პროექტებით დაინტერესდა.

მან სხვა, სტუმრებთან ერთად, ნიქოზის საბავშვო ბაგა-ბაღი მოინახულა. აღნიშნული საბავშვო ბაღი ორგანიზაცია NEO-სა და მუნიციპალიტეტის დაფინანსებით აშენდა.

ბაღი სამი სოფლის აღსაზრდელებს ემსახურება.

დაათვალიერეს სასმელი წყლის სისტემა, რომელიც „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ დაფინანსებით განხორციელდა და წყალსადენის ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებდა.

ამ პროექტით 5 ჭაბურღილი, რეზერვუარი, მაგისტრალური და შიდა ქსელი მოეწყო.

ყველა ოჯახისთვის მოხდა ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟი. ამ დროისთვის უკვე ზემო ნიქოზის, ქვემო ნიქოზისა და ზემო ხვითის მოსახლეობას სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.

სიმონე ვოლკენი განსაკუთრებით დაინტერესდა მეჯვრისხევის საზოგადოებრივი ცენტრით, სადაც მოსახლეობას ადგილზე 200-ზე მეტი სერვისის მიღება შეუძლია.

სტუმრებმა ასევე რძის მიმღები პუნქტი და ახალუბნის საბავშვო ბაგა-ბაღიც დაათვალიერეს. ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სულ მალე ახალუბნის პატარა აღსაზრდელები სწავლას რეაბილიტირებულ შენობაში გააგრძელებენ.

მანამდე, გაეროს რეგიონალური წარმომადგენლები, სამხარეო ადმინისტრაციულ შენობაში, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილეს, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარესა და გამგებლის მრჩეველს შეხვდნენ.

საუბარი იმ პროექტებს შეეხო, რომლებსაც სახელმწიფო ბიზნესის ხელშეწყობისა და აგრარული მეურნეობის განვითარების კუთხით ახორციელებს. ვოლკენმა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დეტალურად მოისმინა, რა კეთდება იმისათვის, რომ სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, მისიის ხელმძღვანელმა, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან დავით ონიაშვილთან ერთად, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში დასრულებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.

გაეროს რეგიონალური მისიის ხელმძღვანელმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სოფლებში საკმადო ბევრი და მოსახლეობისთვის სასიკეთო პროექტია განხორციელებული.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.