Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ჯანო ბაგრატიონის ქუჩაზე საერთო სველი წერტილებით სარგებლობენ
მერიის ,,ღია კარის დღეებმა“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიდან ღია სივრცეში გადაინაცვლა.

22 ივნისს გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი კომბინატის დასახლებაში, ჯანო ბაგრატიონის ქუჩის მოსახლეობას ამავე ქუჩაზე მშენებარე სკვერთან შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

„ჯანო ბაგრატიონის ქუჩაზე მშენებარე სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საერთო საცხოვრებლის ტიპის შენობაში მცხოვრებ ოჯახებს სურთ მოაწყონ ინდივიდუალური სარგებლობის აბაზანები. როგორც ისინი აღნიშნავენ დღემდე საერთო სველი წერტილებით სარგებლობენ. აღნიშნული შენობის ნაწილში არ ყოფილა არც სასამელი წყლის და არც კანალიზაციის სისტემები. საერთო საცხოვრებლის მოსახლეობამ მოგვმართა თხოვნით დავეხმაროთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში. ჩვენ მათ შევთავაზეთ მოახდინონ ამხანაგობის რეგისტრაცია, რათა გორის მერიამ თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში შეძლოს მათი დახმარება და გადაიჭრას წლების მანძილზე მოუგვარებელი პრობლემები.“ - აღნიშნა გორის მერმა.

ზურაბ ჯირკველიშვილი მოსახლეობას ესაუბრა კომბინატის დასახლებაში 111 მრავალსართულიანი კორპუსის საერთო სარგებლობის (სარდაფულ ნაწილში) საკანალიზაციო და სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ, რომლებსაც შპს „ჰიდრო ტექნპლოგიური ჯგუფი“ ნოემბრის ბოლოს დაასრულებს.

მისივე განცხადებით, პროექტის ღირებულება 434 ათას ლარს შეადგენს.

პროექტი ,,ღია კარის დღე“ მერის ინიციატივით მიმდინარე წლის აპრილიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ყოველი კვირის ოთხშაბათ დღეს მერი შეხვედრებს მართავს მოსახლეობასთან, რა დროსაც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, კითხვა დაუსვას ქალაქის თვითმმართველობის თავკაცს და მიიღოს პასუხი.

მერთან უშუალო კომუნიკაცია ოთხშაბათობით მერიის ფეისბუქგვერდზე გრძელდება, სადაც ნებისმიერ გორელს შეუძლია ,,ლაივსტრიმის“ პროგრამის საშუალებით პირდაპირ ეთერში მიმართოს მერს, დაუსვას კითხვა და მიიღოს პასუხი მისთვის საინტერესო თემაზე.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.