Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ერგნეთში ქართულ-ოსური საოჯახო ალბომების ფოტოები გამოფინეს
დაახლოებით 50 წლის წინ ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში აკადემიკოს აკაკი შანიძეს იუბილე მოუწყეს.

ამ დღის აღმნიშვნელი ფოტოები 2 ივლისს ერგნეთში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კავკასიური მოზაიკის" წარმომადგენლებმა გამოფინეს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნაირა ბეპიევი იმ დროს სტუდენტი იყო. აკაკი შანიძეს ლექსიც კი მიუძღვნა. ის ლექსი მაშინ აკაკი შანიძეს თან წაუღია.

ამ დღეს აკაკი შანიძეს ცხინვალში დიდებულად გაუმასპინძლდნენ.

ფოტოზე ფეხზე დგას თამადა, ოთარ ქაჯაია, მის გვერდით არის მაშინდელი რექტორი პავლე დოგუზოვი, მერე აკაკი შანიძე. იქვე ჩანს აკაკი შანიძის შვილი მზქალა შანიძე მეუღლესთან ერთად. ამ სუფრასთან სხედან აკად. შოთა ძიძიგური და სხვა სტუმრები.



,,ფოტოზე არ ჩანს, მაგრამ მათ გვერდით წარჩინებული სტუდენტები სხედან. იმ საღამოს ბატონ აკაკი შანიძეს ლექსი მივუძღვენი, საოლქო კომიტეტის შენობაში იუბილეზე წავუკითხე, მოეწონა და იქვე მთხოვა გადამეცა. მე აღარ მაქვს ეს ლექსი." - იხსენებს ნაირა ბეპიევი.

ნაირა ბეპიევმა გამოფენაზე ცხინვალში კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის სტუმრობის ამსახველი ფოტოებიც წაიღო.

რაც შეეხება ერგნეთში გამართულ შეხვედრას, 2016 წლის 2 ივლისს, ა(ა)იპ „კავკასიური მოზაიკამ“ გორის რაიონის სოფელ ერგნეთში განახორციელა პროექტი, რომლის სახელწოდებაა „გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის მოსახლეობისათვის გამოფენის მოწყობა და კულტურული ღონისძიების ჩატარება“.

გარდა იმისა, რომ ქართულ-ოსური ურთიერთობების ამსახველი, საოჯახო ალბომებში დაცული ფოტოები უჩვენეს, მათ გვერდით, ქართველი და ოსი მხატვრების ნამუშევრები გამოფინეს.

კონცერტზე ფოკლორულმა ანსამბლებმა იმღერეს. ქართული და ოსური სიმღერები, ცეკვები წარადგინეს.

ერგნეთში სპეციალურად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან (ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი) არსებული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი “ნართები“ ჩავიდა.

ღონისძიებას გორის, ლაგოდეხის, ახმეტის რაიონის სოფლების მაცხოვრებლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

”კავკასიურმა მოზაიკამ” ერთად წარმოაჩინა ქართველებისა და ოსების საერთო კულტურული ფასეულობები, ამასთანავე, მისი მიზანი იყო კულტურული ინტეგრაციის საშუალებით რეგიონებისა და დედაქალაქის ერთმანეთთან დაკავშირება. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მხარდაჭერით გაიმართა.











Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.