Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
რკონი - ზაფხულში გაცოცხლებული სოფელი (VIDEO)
მდინარე თეძამის ზემო წელში სოფელი რკონი მდებარეობს.

ეს ბოლო დასახლებაა კასპის რაიონის ამ ხეობაში.

მაღლობიდან 20-მდე სახლი ჩანს, ამათგან, ზამთრის პერიოდში კვამლი მხოლოდ ერთი ოჯახიდან ამოდის.

ზაფხულში კი, ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, დასახლება შედარებით ცოცხლდება, ბევრი ოჯახი წინაპრის სახლს უბრუნდება.

მომლოცველები კი სამონასტრო კომპლექსისკენ მუდმივად მოძრაობენ.

ქვათახევიდან გზა გაუვალია. ალაგ-ალაგ ნიაღვარს გზა დუხრამავს.

ვერ იფიქრებთ, რომ შიდა ქართლისა და სამხრეთ საქართველოს დამაკავშირებელ უძველესდროინდელ მთავარ გზას მიჰყვებით.

თამარის დროინდელ ეპოქის სიდიადეს, მხოლოდ, ციხეები და მონასტრები მიგახვედრებენ.

სოფელ ერთაწმინდამდე ახალი ასფალტია დაგებული, ისიც ეკლესიამდე.

ეკლესიის შემდეგ სოფლის განაპირას ნიაღვარს კლდოვანი გასასვლელი გაუკეთებია.  პატარა მანქანას გასვლა უჭირს.

ამის იქით, დაახლოებით 20-25 კმ  ქვიანი გზაა. ჩაჩუბეთთან, სადაც უამრავი მიტოვებული აგარაკი დგას, სავალი გზა ისევ დახრამულია.

გზის დიდი ნაწილი ტყის პირს მიუყვება. რამდენიმე ადგილას ფეხით მიმავალი ტურისტი შეგვხვდა.



სოფელ რკონში მდინარის პირზე ავტომანქანების ხელოვნური სადგომია გაკეთებულია.  სამონასტრო კომპლექსისკენ კი, სამანქანო გზა აღარ მიდის.

პატარა ხიდით ტურისტები მარცხენა სანაპიროზე გადადიან და სოფლიდან მონასტრამდე თითქმის კილომეტრნახევარს ფეხით გადიან.

ამჯერად, ჩვენი ინტერესი უშუალოდ სოფლის ამბის გაგება იყო.

სკვერთან 80 წლამდე ასაკის მარო ქავთარაძე დაგხვდა. მის შესახებ ლეგენდები დადის.

მას სასულიერო პირები ეკლესიის გასაღებსაც კი უტოვებენ ზამთრის პერიოდში.

ასეთ დროს, ეკლესიის ნახვამდე აუცილებლად მარო ბებო უნდა ნახოთ.

ჩვენ ის თაფლით გაგვიმასპინძლდა. სოფელ მეტეხიდან ახლობლებს სკები მისი სახლის ეზოში დაუდგამთ და ფუტკარზე ზრუნვაც მიუნდვიათ.

სახლში ერთი ძროხა ჰყავს. ამ ძროხის რძისგან დამზადებულ ყველს ჰყიდის. მხოლოდ პენსიით ცხოვრობს.

,,სოციალური დახმარება მქონდა დანიშნული, მაგრამ მომიხსნეს. ამჟამად, პენსიით ვცხოვრობ. პენსიის ასაღებად ჩვენი სოფლის ქვემოთ ახალქალაქში უნდა ჩავიდე. ტაქსი 30 ლარს მართმევს, მე რაღა მრჩება?"- გვეუბნება ქალბატონი.

ამ დროს შევამჩნიეთ, რომ სოფლის განაპირას ბევრი ძროხა ძოვს. ,,აქ ბალახი კარგია. საქონელი საძოვრად ამოჰყავთ და ზაფხულში აქ ინახავენ. ესე იგი, რკონის საქონლისა და ძაღლების კურორტად იქცა, აბა, ადამიანები აქ აღარ ცხოვრობენ" - გვითხრა ქალბატონმა მარომ და გვერდით უკვე თითქმის დაბერებულ ძაღლს ,,ლომას" მიეფერა.

ვიდრე დავბრუნდებოდით, ახალი ამბავიც გვითხრა.

სოფელში მცირე სასტუმროს კასპელი კობა მოსიაშვილი აშენებს. ის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილეა და ვნახეთ, რომ სასტუმროს აშენებაში საძირკველი უკვე ჩაყრილია.

,,კობა ძალიან მაქცევს ყურადღებას. ასევე, ამ ხეობაში ნიკოლოზ ჯავახიშვილის ექსპედიცია დადის ხშირად. ამოვლენ კიდევ ამ დღეებში და მომინახულებენ. ფაქტიურად, მეღა დავრჩი სოფელში. მეორე მარო დეიდაც ავადაა და ნინა ბერძენიც. ალბათ, ჩემი რიგიც მალე მოვა" 





Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.