Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ჭვრინისელი ხარაზიშვილების სახლის აღდგენის საკითხს სამთავრობო კომისიაზე განიხილავენ
ჭვრინისელი გურგენ და ლალი ხარაზიშვილების ოჯახის საცხოვრებელი სახლის
აღდგენის საკითხს დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე
განიხილავენ.
ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა რეკომენდაციით კომისიის თანათავმჯდომარეებს 8 ივლისს მიმართა.
ხარაზიშვილების ოჯახის მდგომარეობის შესახებ მასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მარტში მოამზადა.
სახალხო დამცველის რეკომენდაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიამ, თავისი საქმიანობის ფარგლებში, ხარაზიშვილების საცხოვრებელი სახლის აღდგენა/გამაგრებითი სამუშაოებისათვის თანხის გამოყოფის საკითხზე, გადაწყვეტილება შემჭიდროვებულ ვადებში უნდა მიიღოს.
საქმე იმაშია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისში, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ გურგენ ხარაზიშვილის განმარტებით, საცხოვრებელი სახლი სერიოზულად დააზიანა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩამოვარდნილმა რამდენიმე ჭურვმა. ამ ფაქტს ასევე ადასტურებს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 თებერვლის ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური შეფასება.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მან არაერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას საცხოვრებელი სახლის აღდგენის თხოვნით, თუმცა 2009 წლიდან მოყოლებული, ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არც ერთ წელს არ აღმოჩნდა თანხა განმცხადებლის თხოვნის დასაკმაყოფილებლად.
სახალხო დამცველმა მიმართა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მოეწოდებინა ინფორმაცია უკვე გატარებული ან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განმცხადებლის სახლის აღდგენა/რეაბილიტაციის მიზნით. პასუხად სახალხო დამცველს აცნობეს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი მხოლოდ მიმდინარე წლის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს აფინანსებს, შესაბამისად მოქალაქის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა.
სათანადო საცხოვრებლის უფლება აღიარებული და გარანტირებულია რიგი საერთაშორისო კონვენციებით, მათ შორის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლით. ეს მუხლი, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის განმარტებით, გულისხმობს „ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლებას“.
საჭიროა უმოკლეს ვადაში გამოიყოს თანხები სახლის გამაგრებისა და აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად, რათა განმცხადებელი და მისი ოჯახი არ დარჩეს სათანადო საცხოვრებლის გარეშე, რაც დაარღვევს როგორც ამ პირთა უფლებას, ასევე, მძიმე ტვირთად დააწვება სახელმწიფოს.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |