Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გორის კრიმინალური პოლიცია - პირადი შურისძიების სისტემა
თვეზე მეტია გორში მცხოვრები რამაზ ქოქოშვილის გათავისუფლების
მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.
დაკავებულის მეგობრები კი, შიმშობლობენ.
საქმე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებას ეხება, რომელიც რესტორან ,,დარიალში" მომხდარ ჩხუბის გაგრძელება აღმოჩნდა.
რესტორან ,,დარიალში" პოლიციელებიც ქეიფობდნენ, მათ შორის, პოლიციელი რამაზ ჩილინგარაშვილი, რომლის პირად პატიმრად რამაზ ქოქოშვილი სახელდება.
დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ პოლიციის რიგებიდან ორი დღის წინ, პირადი განცხადების საფუძველზე წასული ჩილინგარაშვილი მოქალაქე რამაზ ქოქოშვილს, ადმინისტრაციული წესით, სისტემატიურად აკავებდა.
მოკლედ, ყველაფერი 2016 წლის 2 ივნისს დაიწყო.
რესტორან ,,დარიალში" ჩხუბი მოხდა. ერთერთ მაგიდაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელებიც იმყოფებოდნენ.
პოლიციელებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ჩხუბის მთავარი მონაწილე რამაზ ქოქოშვილი იყო. ამიტომ, ინციდენტის შემდეგ დასაკავებლად სახლში მას მიაკითხეს.
,,მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულდა და რამაზი, მის ძმა და მეგობრები სახლში მშვიდობიანად ბრუნდებოდნენ. რამაზის სახლის წინ, ათობით პოლიციელი გამოჩნდა. ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, მისი დაკავება სცადეს. რამაზის მეგობრებმა და ძმამ იკითხეს, თუ რის საფუძველზე ხდებოდა დაკავება, პოლიციელების მხრიდან მათზეც განხორციელდა სიტყვიერი შეურაცყოფა და ისინიც დააკავეს." - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ადვოკატის თქმით, რამაზ ქოქოშვილი მთელი ღამის განმავლობაში გაურკვეველ ადგილზე ჰყავდათ და დილით სასტიკად ნაცემი პოლიციის შენობაში მიიყვანეს, რის შემდეგაც გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, იარებს მის სახეზე ექსპერტიზაც ადასტურებს.
როგორც ირკვევა, წარსუშლ ნასამართლევ რამაზ ქოქოშვილს პოლიციელები სისტემატიურად აკითხავდნენ და მასთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდათ.
გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს და სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
დაკავებიდან 48 დღე გავიდა და შიმშილობას არ წყვეტს.
რამდენიმე დღეა ახლობლებმა და მეგობრებმაც შიმშილობა პროკურატურის წინ დაიწყეს.
ვინ არის პოლიციელი ზურაბ ჩილინგარაშვილი?
ის ორი დღეა აღარ მუშაობს პოლიციაში, ყოველ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური მხოლოდ პირადი განცხადების დაწერის ფაქტს ადასტურებს.
ადვოკატი იზო რაზმაძე იმ მასალების შეგროვებას შეუდგა, რომლითაც პოლიციის მუშაკს ზურაბ ჩილინგარაშვილს წარსულ, უსიამოვნო ფაქტს გაახსენებს.
დაცვის მხარეს ეჭვი აქვს, რომ თვით პოლიციელი ჩილინგარაშვილი ასევე ნასამართლევია, თაღლითობის მუხლით, თუმცა, ამ ეტაპზე საქმის წარმოების რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხელ არა აქვს.
ფოტოზე: გორის პოლიციის თანამშრომლები, მონიშნულია ზურაბ ჩილინგარაშვილი

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |