Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
მოსამართლემ ეპისკოპოსის თავდებობა მხედველობაში არ მიიღო
გორის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილს თავდებად დაუდგა.

მოსამართლე რევაზ ნადიბაიძემ ეპისკოპოსის თავდებობა არ გაითვალისწინა და შუამდგომლობა მხედველობაში არ მიიღო.

მოტივი, რის გამოც ეპისკოპოსს თავდებობაზე უარი ეთქვა, აღმოჩნდა ის, რომ ბრალდებულის წერილობითი თანხმობა მოსამართლეს არ წარუდგინეს.

სასამართლო პროცესი ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს ეხებოდა.

ადვოკატი ითხოვდა, რომ წინასწარი პატიმრობის შეცვლა გირაოთი საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას ხელს არ შეუშლია.

,,ფაქტობრივად, წინასაგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, სასამართლო უკვე არსებით განხილვაში შევიდა, მიმაჩნია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ბრალდებულის გათავისუფლება სიმართლის დადგენას ხელს არ შეუშლის" - აცხადებს ადვოკატი.

მოსამართლემ არც ადვოკატის მოსაზრება გაიზიარა, რადგან მიაჩნია, რომ ბრალდებული მოწმეებზე ზეწოლას სასამართლოს განხილვის პერიოდშიც მოახდენს.

არც მესამე არგუმენტი აღმოჩნდა მყარი მოსამართლისთვის. საქმე ბრალდებულის შიმშილობის ფაქტს ეხება. დაკავების დღიდან რამაზ ქოქოშვილი საპყრობილეში მშრალ შიმშილობაზეა. მოსამართლემ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მოითხოვა, რაც არ წარუდგინეს.

რამაზ ქოქოშვილი 2016 წლის 2 ივნისს საცხოვრებელი სახლის წინ პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს.

ის მეგობრებთან ერთად რესტორან ,,დარიალში" იმყოფებოდა, სადაც გვერდით მაგიდაზე ძალოვანი უწყების წარმომადგენლები პოლიციის დღეს აღნიშნავდნენ.

ქოქოშვილსა და ვინმე შავდათუაშვილს შორის მომხდარი ჩხუბში რესტორანში მყოფი პოლიციის სრული შემადგენლობა ჩაერთო.

სამოქალაქო ფორმიან ძალოვნებთან ინციდენტი დასრულდა, რამაზ ქოქოშვილი და მისი მეგობრები სახლში წავიდნენ, ხოლო მოგვიანებით გორის შს სამმართველოს უფროსის მოადგილემ მიხეილ ლომიძემ დაიჩივლა, რომ რესტორანში ჩხუბის დროს დაარტყეს.

მუნდირის ღირსების დასაცავად პოლიციის თანამშრომლებმა პიკაპით რამაზ ქოქოშვილის ძებნა დაიწყეს, რადგან ვარაუდის დონეზე ჩათვალეს, რომ პოლიციის უფროსის მოადგილეს ის დაარტყავდა.

საცხოვრებელი სახლის ეზოსთან პოლიციელებმა ახალგაზრდები იპოვეს და რამაზ ქოქოშვილს დაკავება დაუწყეს, ოღონდ, არა თუ პოლიციის უფროსის მოადგილის ცემის გამო, არამედ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

ამის შემდეგ რამაზ ქოქოშვილმა შიმშილობა დაიწყო. მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და სასჯელაღსრულების სისტემის საკანში მოათავსეს.

მის მხარდამჭერად ერთი კვირის განმავლობაში აქციები იმართებოდა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.