Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
კასპის სკოლა-გიმნაზიას ავტორიზაცია ბავშვთა კონტინგენტის გაზრდით მიანიჭეს
კასპის მრავალპროფილიან სკოლა-გიმნაზიას ხარისხის განვითარების ცენტრმა, ნაცვლად ხუთისა, ავტორიზაცია ექვსი წლით მიანიჭა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გიმნაზიის ხელმძღვანელი ბესიკ ნიპარიშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, დღეს, ხარისხის განვითარების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე სკოლის შეფასებებმა ფურორი მოახდინა.

სხდომაზე, სადაც საქართველოს მასშტაბით მოქმედი კერძო სკოლების საკითხი განიხილებოდა, კომისიის ექვსივე წევრმა ბესიკ ნიპარიშვილის სკოლა- გიმნაზიას ერთხმად დაუჭირა მხარი და ავტორიზაცია, 6 წლით და ბავშთა კონტიგენტის გაზრდით, მიანიჭეს.

ხარისხის განვითარების ცენტრი, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, კერძო სკოლებისთვის ავტორიზაციას აწარმოებს.

,,ეხლა უკვე 6 წლიანი ავტორიზაცია მოგვანიჭეს, მოწმდება ყველაფერი, განსაკუთრებული მნიშვნელობას ანიჭებენ ინფრასტრუქტურას, სწავლის ხარისხს, ოლიმპიადების, ეროვნული გამოცდების შედეგებს, გაცვლით პროგრამებს და კიდევ პროექტულ სწავლებას, პროექტულმა სწავლებამ კომისიის წევრებში ფურორი მოახდინა, ამ მიმართულებით დადებითი შეფასებები მივიღეთ, კონტიგენტი გაგვიზარდეს, რადგან ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები და სკოლის კერძო საკუთრებაში არსებული ფართი, თანამედროვე მერხები ამის საშუალებას იძლევა." - ამბობს ბესიკ ნიპარიშვილი.

ავტორიზაცია ორ ეტაპად მიდიოდა, პირველ ეტაპზე სკოლაში ორი ექსპერტი ჩავიდა და სამი დღის განმავლობაში დეტალურად ამოწმებდა.

ფოკუს ჯგუფების სახით მოსწავლეებსა და მშობლებს შეხვდნენ. განსაკუთრებით, სამოქალაქო განათლებისა და ქიმიის მიმართულებით განხორციელებული პროექტები მოიწონეს.

,,მოიწონეს ჩვენი მუშაობა საბჭოთა რეპრესიების თემაზე. ეს პროექტი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ფონდმა 2900 ლარით დაგვიფინანსა და ამ პროექტის ფარგლებში საგამოფენო ბანერები დავამზადეთ."- აცხადებს ბესიკ ნიპარიშვილი.

სკოლა 1994 წლიდან ფუნქციონირებს. რეგიონის მაშტაბით სკოლის კურსდამთავრებულები ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულებს იღებენ და დაფინანსებას 100%-ით იღებენ.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.