Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ლადო ხინჩეგაშვილის პაპა - დაუმარცხებელი მოჭიდავე
ოლიმპიური ჩემპიონის პაპა სოფელ ნადარბაზევში ცხოვრობს. შვილიშვილის, ლადო ხინჩეგაშვილის გამარჯვებას ტელევიზორში, ახლობლებთან ერთად, უყურა.

მეორე დღეა, სიხარულისგან ეტირება. ,,ოქროს შვილიშვილმა" პაპას ბრაზილიიდან დაურეკა და მუხლების ოპერაციის გაკეთებას დაპირდა.

თავის დროზე გიორგი ხინჩეგაშვილი ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონიც ყოფილა. სამხედრო სამსახურში გაწვევის შემდეგ, ჭიდაობას თავი დაანება.

გიორგი ხინჩეგაშვილი კომუნისტების პერიოდში გორში გამართულ ერთერთ შეჯიბრს იხსენებს. მცხეთიდან მას საქართველოს ორგზის ჩემპიონი საჭიდაოდ ჩაუყვანეს.

,,ახალბაღის ტერიტორიაზე გაიმართა შეჯიბრი. დავინახე ორმეტრიანი კაცი, ვიფიქრე, ეს მომერევა-მეთქი და გამოპარვა ვცადე, ღობეზე ვძვრებოდი. ერთი კაცი მუშაობდა მანდ, იმან დამიჭირა ფეხი, მოდი აქ, სად მიდიხარ შე ვირიშვილოო. ეს უნდა წააქციო. მოვუგე ჭიდაობაში, მაგრამ არ ჩამითვალეს, ,,დავერია" არ მქონდა მაშინ" - იხსენებს გიორგი ხინჩეგაშვილი.

პაპისგან შევიტყვეთ, რომ მწვრთნელის ნუგზარ სხირელის დამსახურებაა, რომ ლადოს მამა გია ხინჩეგაშვილი ჭიდაობაზე მიიღეს.

,,ჩემი შვილიც ძალიან კარგად ჭიდაობდა, ჩემპიონიც გახდა. ამხანაგთან ერთად როცა მივიდა სავარჯიშოდ, მწვრთნელებმა დაიწუნეს. გაიხაროს ნუგზარ სხირელმა, მარტო მაგან თქვა, ამისგან კაცი დადგებაო. ლადოს მამა დაიტოვა სავარჯიშოდ, მისი ამხანაგი კი არ მიიღეს" - ამბობს გიორგი ხინჩეგაშვილი.

ლადოს მამას ,,მიულერას" სახელით იცნობდნენ. ახალგაზრდა ასაკში დაიღუპა. მისი დაღუპვის შემდეგ, 8 წლის ლადო ხინჩეგაშვილი მამის მეგობრებმა საჭიდაო დარბაზში მიიყვანეს.

 


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.