Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფერმერებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით პესტიციდების და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლს ახორციელებს და ფალსიფიცირებული და უხარისხო ქიმიკატების ქსელიდან ამოღებას უზრუნველყოფს. მიმდინარე წელს, პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულია 24 ნიმუში, საიდანაც დარღვევა 6 შემთხვევაში დაფიქსირდა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სააგენტო განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს, რის შედეგადაც მინიმუმამდეა შემცირებულია სასოფლო- სამეურნეო კულტურებსა და მწვანე საფარზე საზიანო ზემოქმედება.
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლი და მოხმარება აქტუალური საკითხია. სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული მხარდამჭერი პროგრამების პარალელურად, პრიორიტეტულია მომხმარებლის ინტერესების დაცვა და ახალი რეგულაციების შესახებ ფერმერების ინფორმირება. მაღალი ხარისხის პრეპარატების სწორად და ეფექტიანად გამოყენება ხელს შეუწყობს მოსავლიანობის გაზრდას და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას“, - განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა ფერმერებს აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამების, ასევე, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით მიმდინარე ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
გოჩა ცოფურაშვილი გორში ფერმერებს შეხვდა

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |