Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
წითელი ჯვრის დახმარებით სოფელ ატოცში შვიდმა ოჯახმა ყვავილების სათბური მოაწყო
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რომელიც გამყოფ ხაზთან
მდებარეობს, დიანა შუბითიძემ ყვავილების სათბური მოაწყო.
7 ოჯახი გაერთიანდა და წითელი ჯვრის მიერ გამოცხადებულ პროექტის ფარგლებში დაფინანსება მიიღო.
რამდენიმე ხნის წინ, უხარისხო შხამ-ქიმიკატების შეწამვლით ყვავილები დაზიანდა. წითელი ჯვრის მიერ დაქირავებული აგრონომები ადგილზე ჩავიდნენ და დიანა შუბითიძეს მდგომარეობის გამსწორებაში მიეხმარნენ.
,,შხამ-ქიმიკატებს ხან გორში ვყიდულობთ, ხან ქარელში, თბილისშიც გვიყიდია. სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა ისეთი ხარისხის, როგორიც უნდა ყოფილიყო" - ამბობს დიანა შუბითიძე.
სათბური ,,წითელი ჯვრის’’ პროექტით, 2015 წლის დეკემბერში გაკეთდა.
,,ორ ნაწილად დაგვაფინანსეს და, მთლიანად, 15 ათასი ლარი შეადგინა. ამ თანხით დამონტაჟდა წვეთოვანი სისტემა, გამოიცვალა რკინის კონსტრუქცია და დამონტაჟდა უჟანგი ალუმინის კონსტრუქცია." - ამბობს სათბურის მეპატრონე. იგი ამავე დროს ატოცის სკოლის პედაგოგია.
,,ყვავილის რეალიზაციაზე არ მაქვს არანაირი პრობლემა. ყოველთვის მყავს მე ჩემი მომხმარებელი. დღესაც მივიღე ყვავილზე შეკვეთა, მაგრამ სამწუხაროდ ის რაოდენობა არ არის, რამდენიც უნდოდათ. რეალიზაციას ვახდენთ გორში, ხაშურში, ქარელში და ბორჯომში. სათბური ჩემთვის უცხო არ არის, წლების განმავლობაში მქონდა და ვიცი, როგორ უნდა მოვუარო ყვავილს, ამიტომაც ავიღე ამხელა პასუხისმგებლობა ჩემ თავზე. წინა წლებში სათბურში მომყავდა ჰოლანდიური ტიტა, ასევე მქონდა პომიდვრის პარნიკი. მცენარეებთან ურთიერთობა შემიძლია და გამომდის.’’ - ამბობს დიანა შუბითიძე.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |