Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ირაკლი ალასანია გორის ,,ბარაკებში" მოსახლეობას შეხვდა
გორში არსებულ ,,წმინდა წყლის დასახლებაში“ მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი ირაკლი ალასანია კარდაკარის ფორმატში მოსახლეობას
გაეცნო და მათი ყოველდღიური პრობლემებით დაინტერესდა.
აღნიშნულ დასახლებას ,,მეჯვრისხევის ბარაკებს“ უწოდებენ. აქ მცხოვრებთა პრობლემები ისეთივე მძმეა, როგორც არა ერთ სხვა რაიონში. დღემდე არ არსებობს კანალიზაცია, მით უფრო, რომ ეს დასახლება 40 წელს ითვლის. ვერც ამჟამინდელი და ვერც წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანები ვერ ეღირსნენ ისეთი ელემენტარული ყოფითი პრობლემის მოგვარებას, როგორც არის საკანალიზაციო სისტემის არსებობა.
21 –ე საუკუნეში გორის ამ უბანში არ არსებობს გზა, არც არასოდეს ყოფილა არც ერთი ხელისუფლების პირობებში. გადაუჭრელ პრობლემად იქცა მათთვის დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები. ბარაკებში მრავალი წელია ცხოვრობენ ოჯახებად ჩასახლებული ეკომიგრანტები,რომლებიც უკვე მერამდენე წელია უშედეგოდ ითხოვენ დახმარებას. დაუკანონებელი ფართების გამო მათ ვერც საკუთარი სახსრებით შეყავთ გაზი და დენი. საუბარიც კი არაა ხელისუფლების მხრიდან მათთვის რაიმე სახის დახმარების გაწევაზე.
აქვე არსებობს ერთი უცნაური დირეფერცირება მაცხოვრებლების, როგორც აღმოჩნდა ნაწილი იმყოფება პრივილეგირებულ მდგომარეობაში, დაკანონებული აქვთ ფართი და შესაბამისად გადაჭრილია დენისა და გაზის საკითხიც. როგორც გაირკვა გორში ადამიანებთან ურთიერთობის ორმაგი სტანდარტია დამკვიდრებული.
შეხვედრებმა გამოკვეთა საოცარი ნიჰილიზმი გორის ამომრჩეველში. მთავარი პრობლემა მათთვის ყველაფერთან ერთად არის მათში დამკვიდრებული განცდა, რომ ხელისუფლებამ ისინი მიატოვა და უბრალოდ დაივიწყა. გორში ადამიანები ყვებიან , რომ თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე, როდესაც ირჩევდნენ მერს, ხელისუფლება მხურვალედ ჰპირდებოდა მათ გზის გაკეთებას, თუმცა დღემდე არავინ გამოხმაურებია ამ უბნელებს და არც ვინმეს გადაუჭრია მათი პრობლემები. იხსენებენ ,რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ საცინლად იგდებდა მათ საცხოვრბეელ ადგილსა და პირობებს, ,,ქართული ოცნება“ კი მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლა და დღემდე გზა არ აქვთ ადამიანებს გორში.
კარდაკარის ფორმატში ირაკლი ალასანია შეხვდა ასევე ნადირაძის ქუჩის მოსახლეობას, რომლის ნომერ პირველი პრობლემა არის ბაგა–ბაღების არარსებობა. მოსახლეობას რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს იმისათვის, რომ ბავშვი მიიყვანოს ბაღში, რომელშიც ადგილების რაოდენობა ისედაც შეზღუდულია და ბავშები რჩებიან ბაღის გარეთ. ინფრასტრუქტურული პრობლემა აქვს გორის ქალაქს. არ არსებობს მოედნები , შიდა გზები, და კიდევ ერთხელ მთავარ პრობლემად ასახელებენ უყურადღებობას ხელისუფლების მხრიდან და თავს გრძნობენ მიტოვებულად.
გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია დაპირდა გორის ამომრჩეველს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იქნება ადამიანი, რომელიც შეაწუხებს ადგილობივ და ცენტრალურ ხელისუფლებას და აუცილებლად იქნება შუამავალი ხელისუფლებასა და ხალხს შორის. ,,მე ვიქნები გორის ხმა პარლამენტში“ და გორში არსებულ ყველა პრობლემას ბოლომდე გავიტან!“ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |