Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Нaнҳәa 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ცესკოს პოტენციურ ამომრჩეველთა სიები გადაეცა
დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციურ ამომრჩეველთა მონაცემები მიმდინარე წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით გადაეცა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-თვის გადაცემულ სიაში 3 577 375 პოტენციური ამომრჩეველია. ამ სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცხოვრები, ისე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული ის სრულწლოვანი პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსი აქვთ.

პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზის გადაცემას ცესკო-ში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძე და მისი მოადგილე მამუკა სამხარაძე პირადად ესწრებოდნენ. სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და მისმა მოადგილე გიორგი შარაბიძემ უმასპინძლეს.

აღსანიშნავია, რომ პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზის დახვეწისა და დაზუსტების მიზნით იუსტიციის სამინისტრო უკვე მეოთხე წელია, ინტენსიურად მუშაობს.

„საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2“ 2015 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, დაიწყო. ამ პროექტის ფარგლებში, ხარისხიანი საარჩევნო სიის შესადგენად გატარდა მთელი რიგი ღონისძიებებისა. პროექტი მიზნად ისახავდა სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემას.

საარჩევნო კოდექსში 2014 წელს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ამომრჩეველთა სიის ერთ-ერთი დამატებითი რეკვიზიტია ამომრჩევლის ფოტოსურათი. შედეგად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო უბნებზე კვლავ ფოტოსურათიანი სიები ექნება. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზების რადიკალური გაუმჯობესება გახდა შესაძლებელი; კერძოდ, 1 958 961 მოქალაქეზე გაიცა ახალი პირადობის მოწმობა, რომელთაგან 1 107 108 პირადობის მოწმობა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, უფასოდ ან შეღავათიან ფასში გაიცა (უფასოდ გაიცა 931 136). მოქალაქეები გათავისუფლდნენ ან ნაწილობრივ გათავისუფლდნენ როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისაგან. ამ ღონისძიებების შედეგად 2016 წლის არჩევნებისთვის პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 2 452 496 ამომრჩევლის შესახებ ზუსტი, გაუყალბებელი და ბიომეტრიული მონაცემია.





Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.