Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
რას ნიშნავს გენდერი
1. რას ნიშნავს გენდერი?

პასუხი: ტერმინი გენდერი (ინგლ. Gender, ლათ Genus) სოციალურ მეცნიერებებში ადამიანის სქესობრივი კუთვნილების სოციო - კულტურული ასპექტის აღსანიშნავად გამოიყენება. ეს არის სოციალური სქესი, განსხვავება მამაკაცსა და ქალს შორის, რომელიც განპირობებულია არა ბიოლოგიური, არამედ სოციალური მოცემულობით. ბიოლოგიური სქესისაგან განსხვავებით, გენდერი სქესის სოციალურ განზომილებას წარმოადგენს, რომელიც ასახავს მამაკაცად და ქალად ყოფნის თავისებურებებს ამა თუ იმ საზოგადოებაში.

2. რას ნიშნავს გენდერული სტერეოტიპი?


პასუხი: ფსიქოლოგიური მახასიათებლები და ქცევა, გაბატონებული შეხედულება ქალისა და მამაკაცის მახასიათებლებისა და როლების შესახებ, ანუ, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა იქცეოდეს ქალი ან მამაკაცი ამა, თუ იმ საზოგადოებაში.

კულტურისა და საზოგადოების ცვლილებასთან ერთად იცვლება ქალისა და მამაკაცის სოციალური როლიც. საზოგადოების შეხედულებების გამო ხშირ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ოჯახის საქმეები და შვილების აღზრდა ქალის საქმეა, ხოლო მამაკაცს ოჯახში ეკონომიკური დომინანტის როლი აკისრია. შესაბამისად, გენდერს, ქალისა და მამაკაცის სოციალურ სქესს თავად საზოგადოება ქმნის და იგი დამოკიდებულია იმ კულტურულ ნორმებზე და ფასეულობებზე, სადაც ისინი იმყოფებიან.

3.რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა?

პასუხი: გენდერული თანასწორობა სოციალური სამართლიანობის პრინციპზეა დაფუძნებული, იგი ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია და ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და შესაძლებლობები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის, თანაბრად მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად ისარგებლონ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით.

4.რას ნიშნავს გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია?

პასუხი: დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio — განსხვავება) ნიშნავს ადამიანების უთანასწორო, უსამართლო მოპყრობას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს მიმართულია რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანების ჯგუფის წინააღმდეგ.

გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს სქესის ნიშნით ნებისმიერ განსხვავებას, გამიჯვნას ან/და შეზღუდვას, რაც გამოხატულია უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განსხვავებული აღიარებით, შესაძლებლობების არათანაბარი წარმოჩენით, შესუსტებით ან სრული უარყოფით.

5.რას ნიშნავს სექსიზმი?

პასუხი: ცნება სექსიზმი 1918 წელს შემოიღო იუნესკომ, რაც სქესობრივ დისკრიმინაციას, ანუ ერთი სქესის მეორეზე ბატონობას ნიშნავს. იგი მოიცავს იმ სოციალურ სტერეოტიპებს, რწმენებსა და წარმოდგენებს, რომელიც ერთი სქესის წარმომადგენლის მეორეზე დომინირებას აწესებს და გენდერული უთანასწორობის საფუძველს ქმნის.

სექსიზმის დეფინიციიდან გამომდინარე, გენდერული დისკრიმინაცის მსხვერპლი შეიძლება გახდეს, როგორც მამაკაცი ასევე ქალი. თუმცა მსოფლიოში გაბატონებულ კულტურათა უმრავლესობა პატრიარქალურია და შესაბამისად სექსიზმის მხსვერპლნი უფრო ხშირად ქალები ხდებიან.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.