Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ხაშურსა და კასპში ამომრჩეველთა სიების ხარვეზებზე ჯერჯერობით საჩივრები არ შესულა
8 სექტემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში კასპის, გორისა და ხაშურის მაჟორიტარულ ოლქებში, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით, საჩივრები ჯერჯერობით არ შესულა.

საოლქო კომისიების ცნობით, ადგილებზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამ მხრივ ნაკლებად აქტიურები არიან.

სიების დაზუსტების სამუშაოებს, ძირითადად, საუბნო კომისიების წევრები ახორციელებენ.

ერთადერთი შესწორება, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში განხორციელდა. კერძოდ, გარდაცვლილი ამომრჩევლის შესახებ ოლქში ორი განცხადება შევიდა. სოფელ ახალქალაქის უბნის ამომრჩეველი ნოდარ ჯლანტიაშვილი (ნომრით 1374) და ნათელა გერმისაშვილი (ნომრით 265) სიიდან ამოიღეს.

ოლქისთვის, ამ ეტაპზე, უცხოეთში მყოფი ამომრჩევლის შესახებ არც ხაშურში და არც კასპში არავის მიუმართავს.

რაც შეეხება სამხედროებს, კასპის მაჟორიტარულ 39 ოლქში შესულია ერთი განცხადება. კერძოდ, უფლისციხის სამხედრო ბაზაზე მყოფი სამხედროები ქვახვრელის უბანზე დამატებით სიებში შევლენ. სულ 88 ჯარისკაცი.

ანალოგიურად, განხორციელდება ოსიაურში, სადაც სამხედრო ბაზაა განთავსებული.

კასპის მაჟორიტარულ ოლქში 42 375 ამომრჩეველია.

ხოლო ხაშურის მაჟორიტარულ ოქლში 52 უბანი და 49 908 ამომრჩეველი.

სიებში ამომრჩევლებს საკუთრი მონაცემების გადამოწმება 18 სექტემბრამდე რამდენიმე გზით შეუძლიათ:

ნებისმიერ მოქალაქეს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლია ვებ-გვერდზე –voters.cec.gov.ge, ”ანდროიდის” სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის ან და პლანშეტის გამოყენებით,ასევე საარჩევნო უბნებზე, სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით.

ცესკო-ს ცნობით, სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის შესახებ.

8 სექტემბრიდან ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ბარათების დარიგებაც დაიწყო. ბარათის მეშვეობით, ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება, გადაამოწმოს საარჩევნო სიებში მის შესახებ არსებული ინფორმაცია.
„იმ შემთხვევაში, თუ 18 სექტემბრის ჩათვლით, ამომრჩეველი არ მიიღებს აღნიშნულ ბარათს, ან აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, ამომრჩეველს შეუძლია 22 სექტემბრის 18:00 საათამდე წერილობით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს“, – აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.