Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
თემურ ხუბულური და სოზარ სუბარი კარალეთში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ (R)
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარი კარალეთში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ შეხვდა და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური წარუდგინა.

სოზარ სუბარმა დევნილებს ჯვართმაღლების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატობის ღირსეული კანდიდატი ჰყავს.

„თემურ ხუბულური იბრძვის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მოვუწოდებ გორის რაიონში მცხოვრებ თითოეულ ამომრჩეველს, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის შენებას და 8 ოქტომბერს გააკეთონ სწორი არჩევანი. შემოხაზონ 41. ხელისუფლება გააგრძელებს დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიან პოლიტიკას. უახლოეს პერიოდში 480 ოჯახისთვის დასრულდება რვა 10-სართულიანი ბინის მშენებლობა. დამატებით, 2017 წელს გორში დამთავრდება 32- ბინიანი კორპუსის რემონტი. სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, მოხდება სულ მცირე 3000 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის შეძენა. 24 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს, რომელსაც საკუთრებაში აქვს გადაცემული საცხოვრებელი ფართი, აგრეთვე მათ მიერ შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს, საკუთრებაში გადაეცემათ საერთო სარგებლობის ფართებიც. გაგრძელდება კერძო მესაკუთრეებისგან იმ საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვა, რომლებიც დევნილებს აქვთ დაკავებული. უახლოეს პერიოდში, სულ მცირე 1500 დევნილი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა, ერთი მხრივ, დონორებთან, ხოლო, მეორე მხრივ, ინვესტორებთან, რათა კერძო და საჯარო პარტნიორობის ფარგლებში აშენდეს ახალი საცხოვრებლები დევნილებისთვის. 2020 წლისთვის ჩვენ ვიცხოვრებთ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში , სადაც მოსახლეობის პრობლემები მინიმუმადე იქნება დაყვანილი”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორისა და გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, თემურ ხუბულურმა და იოსებ მაკრახიძემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან ერთად გორში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.