Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
არასამთავრობოთა კოალიცია "საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის" გორში მომხდარ ფაქტს ეხმაურებიან
არასამთავრობო ორგანიზაციები ,,საუნჯე”, ,,სამოქალაქო საზოგადოების
განვითარების ცენტრი (CSDC)”, ,,ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და
,,ჰელფინგ ჰენდი” გმობს ყოველგვარ დაპირისპირებას წინასაარჩევნო
პერიოდში, განსაკუთრებით კი ძალის და იარაღის გამოყენებას და
მოუწოდებს ჩართულ მხარეებს ურთიერთპატივისცემისაკენ, პოლიტიკური
ოპონირების პროფესიონალურად და ღირსეულად წარმართვისაკენ.
სამართალდამცავ ორგანოებს მივმართავთ, უზრუნველყონ უსაფრთხოება
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასამართ შეხვედრებზე და
უმკაცრესად დასაჯონ ნებისმიერი პირი, რომელიც შეტევას ახორციელებს
საარჩევნო სუბიექტებზე.
არასამთავრობო ორგანიზაციები ,,საუნჯე”, ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, ,,ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და ,,ჰელფინგ ჰენდი” ვეხმაურებით ქალაქ გორში განხორციელებულ თავდასხმას დამოუკიდებელ კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილზე, ეს ფაქტი 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვისთვის ძალიან მძიმე და უარყოფითი შედეგების მომტანია. იგი საფრთხეს უქმნის არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვას. სულ რამდენიმე დღით ადრე არჩევნებამდე მსგავსი ფაქტი ეჭვქვეშ აყენებს რეგიონში სტაბილურობის განცდას, საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას შესაბამისი ორგანოების მიერ. აღნიშნული ქმედება პირდაპირ ამსხვრევს სამართლიანი არჩევნების ყველა ძირითად პრინციპს და ქმნის განცდას, რომ სიტუაცია უმართავია. იმის გამო, რომ აღნიშნული თავდასხმა მოხდა კანდიდატის მიერ ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ეს არა მხოლოდ ამ კონკრეტული შემთხვევის პრობლემაა არამედ მნიშვნელოვნად აუარესებს გარანტიებს არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვასთან დაკავშირებით. ეს შემთხვევა შესაძლებელია პარტიების და მათი კანდიდატების მხრიდან მიჩნეული იყოს როგორც გარკვეული მესიჯი, რითაც დიდმნიშვნელოვნად შეეშლება ხელი დარჩენილ პერიოდში მათ სრულ ჩართვას პროცესებში და აქტიურობას.
ამასთან დაკავშირებით მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს დაუყოვნებლივ მოხდეს შესაძლო დამნაშავის დაკავება, გამოვლინდეს და პასუხისგებაში მიეცეს ყველა პირი, ვინც ჩართულია აღნიშნულ პროცესში. რამდენადაც გორი კონფლიქტის ზონასთან ახლოსაა, აუცილებელია, სამართალდამცავი ორგანოების მყისიერი მოქმედება და დროული რეაგირება, რათა არ მიიმალონ ქმედების ჩამდენი პირები.
აგრეთვე მივმართავთ უწყებათაშორის კომისიას, დაინტესედეს ამ ფაქტით, დაუყოვნებლივ გაეცნოს საქმის შესახებ დეტალებს და შესაბამისი რეკომენდაცია გასცეს.
მივიჩნევთ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ გარემოში წარმართვაა, აღნიშნული ფაქტი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვას არამედ მთლიანად არჩევნების ბედს და მოქალაქეთა მიერ თავისუფალი არჩევანის დაფიქსირებას. ყველა მოსაზრებას და ბრალდებას უნდა გაეცეს პასუხი, მითუმეტეს დაზარალებულის მიერ გაჟღერებულს და ორგანოებმა უნდა შეისწავლონ აღნიშნული გარემოებები.
განცხადება მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ” და „ჰელფინგ ჰენდის” მიერ პროექტის „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მხარდაჭერით. განცახდების შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მოსაზრებას.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |