Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ალასანიამ გორში ქართულ-ოსური ეკონომიკური ფონდის დაარსებაზე ისაუბრა
‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერმა და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ გორში გორისა და ქართლის განვითარების
გეგმის პრეზენტაცია გამართა. ირაკლი ალასანიამ გორელებს გააცნო გორის
განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები და გეგმები. პარტიის ლიდერმა
განაცხადა, რომ უსაფრთხო და დაცული გორი არის უკეთესი მომავლის
გარანტი.
გორის და შიდა ქართლის განვითრებისათვის აუცილებელია გრძელვადიანი სტაბილურობის მიღწევა და შენარჩუნება. მშვიდობა და მშვიდობიანი მოლაპარაკებები, კი კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი სწორი გზაა.
‘’მე პირადად ვიზრუნებ იმაზე, რომ აღდგეს ურთიერთობა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან - მე ვიქნები თქვენი ელჩი და პირადად ჩავუდგები ამ პროცესს სათავეში. დაკარგული ნდობა უნდა აღდგეს’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა გორის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის გეგმაზე და ადგილობრივებს კონკრეტული ხედვა გააცნო : გორის რეგიონში ე.წ. ერგნეთის ბაზრობის გამოცდილების გათვალისწინებით ამ იდეის კანონის ჩარჩოებში მოქცევა და ამუშავება; ქართულ-ოსური სავაჭრო, კომერციული სასოფლო სამეურნეო პროექტების დაფინანსების მიზნით მშვიდობიანი ეკონომიკური განვითარების ფონდის დაარსება; ფონდში ქართული, რუსული,ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო დონორების ფინანსებით ერთობლივი ბიზესპროექტების დაფინანსება. ადმინისტრაციულ საზღვრისპირა ყველა სოფლის საჭიროებების სრული გათვლისწინებით პროგრამული მრავალწლიანი ბიუჯეტის შემუშავება ცენტრალური და მუნიციპალური თანამონაწილეობით და ამ თანხების მოხმარება ინფრასტრქტურულ, სასოფლო-სამეურნეო და სოციალურ პროექტებზე, იმ მიზნით რომ არ დაიცალოს სოფლები და შევქმნათ ადამიანური ყოფის პირობები; მოლაპარაკებების წარმოებები უცხოელ ბიზნესმენებთან, რათა გორში დამზადდეს უცხოური ბრენდების ნაწარმი.
‘’ჩვენ რეგიონში უნდა შევქმნათ სტაბილური, პროგნოზირებადი, უსაფრთხო გარემო, ასეთი გარემო იქნება ინვესტიციებისთვის უფრო მიმზიდველი და, შესაბამისად, გორის განვითარებისთვის დაიხარჯება მეტი ფული, აქ შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი; უკეთესი ეკონომიკა და უკეთესი ცხოვრება ყველა გორელისთვის ხელმისაწვდომი გახდება’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ირაკლი ალასანიამ დეტალურად ისაუბრა გორის ტურისტული განვითარების გეგმის მნიშვნელობაზე. გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით უნდა განვითარდეს ეკო, ღვინის, სამკურნალო და აგრო ტურიზმი.
‘’ჩვენი ეკონომიკური წინსვლა და უკეთესი ცხოვრება გახდება კონფლიქტის მოგვარებისა და ჩვენ შორის ურთიერთობის აღდგენის საფუძველი . მე ღრმად მჯერა, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ეკონომიკური ურთიერთობებით და ძალიან მალე მივალთ პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტამდეც’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორელები და,,თავისუფალი დემოკრატების“ მხარდამჭერები, რომელთა დაინტერესებამ წარმოდგენილი გეგმის ირგვლივ ბევრი კითხვა გამოიწვია. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის ფორმატში, რამაც მეტი მკაფიოება შესძინა ირაკლი ალსანიას მიერ წარმოდგენილმა გორისა და ქართლის განვითარების გეგმას.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |