Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები აჯამებენ წინასაარჩევნო გარემოს
არასამთავრობო ორგანიზაციები„საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” აჯამებენ წინასაარჩევნო გარემოს და მიიჩნევენ, რომ უდიდესი გამოწვევა არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვაა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, მართალია, არ ჰქონია სისტემური ხასიათი, თუმცა საჭიროა, ეფექტიანი რეაგირება ასეთი შემთხვევების სრული აღმოფხვრისათვის.

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი გორსა და ზუგდიდში გამოირჩეოდა საკმაოდ დაბალანსებული გარემოთი, მცირე იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებიც, თუმცა ბოლო პერიოდში ვითარება შეიცვალა და გახშირდა ურთიერთდაპირისპირების შემთხვევები, სადაც ფიზიკური დაპირისპირება და იარაღის გამოყენებაც კი ხდებოდა.

საარჩევნო გარემოსათვის გამოწვევად რჩება საარჩევნო ადმინისტრაციის დისტანცირება პარტიისაგან, კითხვის ნიშნები რჩება კომისიების წევრების არჩევასთან დაკავშირებით, მათ დამოუკიდებლობასა და კვალიფიკაციასთან მიმართებით.

პროექტ „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისიის“ მიერ უკვე გამოქვეყნდა შუალედური ანგარიში, სადაც აღნიშნული იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ცალკეული შემთხვევები. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას სისტემური ხასიათი არ ჰქონია, თუმცა თითოეულ ფაქტზე სათანადო რეაგირება აუცილებელია.
პროექტის ფარგლებში რამდენიმე ფაქტზე გავრცელდა საჯარო განცხადება, გარდა ამისა, დაიწერა სამი საჩივარი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებზე გორსა და ზუგდიდში, რომელთაგან ერთი უკვე დაკმაყოფილდა, ხოლო ორი განხილვის ეტაპზეა.

შეჯამების სახით უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო პერიოდის მშვიდ გარემოში წარმართვა უმთავრესი პრიორიტეტია, რისთვისაც აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ საკუთარი ვალდებულებების პირნათლად და სრულყოფილად შესრულება. გარდა ამისა, მივმართავთ პოლიტიკურ გაერთიანებებს, თავი შეიკავონ აგრესიული კამპანიის წარმოებისაგან და მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს ოპონენტი ძალების პატივისცემისაკენ. ასევე მივმართავთ საჯარო დაწესებულებებს და მმართველ გუნდს, მინიმუმამდე დაიყვანონ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ცდუნება და თავი შეიკავონ ასეთი რესურსების ბოროტად გამოყენებისაგან.

დემოკრატიული არჩევნების ჩატარება არ შემოიფარგლება მხოლოდ კენჭისყრის დღეს პროცედურების ზედმიწევნით დაცვით. წინასაარჩევნო პერიოდს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რის გამოც, აუცილებელია, ამ დროს დაცული იყოს მშვიდი, კონკურენტული და სამართლიანი გარემო. მივმართავთ საარჩევნო ადმინისტრაციას და სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ კენჭისყრის დღეს და მის შემდეგ სიმშვიდე და უსაფრთხოება, რათა დაცული იყოს დემოკრატიული პროცესები.

განცხადება მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ” და „ჰელფინგჰენდის” მიერ პროექტის „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მხარდაჭერით. განცხადების შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მოსაზრებას.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.