Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ქარის პირველი ელექტროსადგური ნოემბერში ამუშავდება (VIDEO)
ქარის პირველი ელექტროსადგური სავარაუდოდ ნოემბერში ამუშავებდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მშენებლობის პროექტის მენეჯერმა, კომპანია ,,ვესტას" წარმომადგენელმა განუცხადა.

მისი თქმით, ტურბინები სრული დატვირთვით სატესტო სამუშაოების შემდეგ ამუშავებდა. კონკრეტული თარიღის დასახელება კი, უჭირს.

შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურის" წარმომადგენელმა ვინმე ირაკლიმ კი, საერთოდ პასუხი არ გაგვცა. ამ კომპანიის დაკვეთით სამუშაოებს უცხოური კომპანია ,,ვესტა" ასრულებს.

ქარის ელექტროსადგურის ამუშავების თაობაზე გუშინ საქართველოს მთავრობის წევრებმა პრეზენტაცია გამართეს.



2016 წლის მარტიდან, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ტელერადიო ანძის მიმდებარედ, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო.

პროექტის საერთო ღირებულების 70%-ი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, სესხის სახით, შეავსო, ხოლო დანარჩენი 30%-ს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი გაიღო.

საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის „ქართლის“ სიმძლავრე გათვლილია 20.7 მეგავატზე, ხოლო გამომუშავებული ელექტრო ენერგია კი, - 88 მლნ კვტ.საათზე.

ჯერ კიდევ, 2013 წლის აგვისტოს ქარის სიჩქარის და მიმართულების გამზომველი მეტეოროლოგიური ანძა დამონტაჟდა, რომლის 1 წლის მონაცემებზე დაყრდონით, ქარის რესურსების შეფასების ანგარიში მომზადდა.

ანგარიში ქარის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წამყვანმა ნოორვეგიული კომპანიამ, „MEVENTUS”- მა წარადგინა. ამასთანავე, ადგილისთვის ყველაზე ოპტიმალური ექვს ტურბინიანი სქემა შეირჩა.

ტურბინები ქარის ენერგიის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ „VESTAS BENELUX B.V”  მშენებელ კომპანიას მიაწოდა.

სამუშაოების დასრულების სავარაუდო პერიოდი 2016 წლის სექტემბერი იყო.

ქარის ელექტროსადგურის „ქართლი“ მისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სადგურად დასახელდეს.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.