Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
არასამთავრობოთა შეფასება საარჩევნო მდგომარეობის შესახებ
არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” აკვირდებიან კენჭისყრის პროცედურებს  გორში.

18 საათისთვის ფიქსირდება რამდენიმე პრობლემური შემთხვევა, თუმცა უმეტესწილად ტექნიკური ხარვეზები. დარღვევების დიდი ნაწილი საარჩევნო ადმინისტრაციის არასათანადო კომპეტენციით აიხსნება.

გორში 2016 წლის 8 ოქტომრბის არჩევნები 18 საათის მდგომარეობით ფაქტობრივად ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისიის“ ფარგლებში, რომლებსაც ზემოთჩამოთვლილი ორგანიზაციები ახორციელებენ დაფიქსირებული დარღვევების უდიდესი ნაწილი ტექნიკური ხასიათისაა.

ყურადღება უნდა გამახვილდეს, რომ მისიის დამკვირვებლების ზეპირ მითითებებზე უმეტესწილად ხდება დროული რეაგირება. კერძოდ, ცალკეულ უბნებში კომისიის წევრების მიერ ფუნქციების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ჩაანაცვლა ასეთი წევრები.

ზოგადად საარჩევნო პროცესი განსაკუთრებული დარღვევების ფონზე არ მიმდინარეობს, თუმცა აუცილებელია, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებმა გამოიჩინონ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ზედმიწევნით შეასრულონ საკუთარი მოვალეობები. მივესალმებით მათი მხრიდან დროულ რეაგირებას ცალკეულ ხარვეზებზე.

განცხადება მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ” და „ჰელფინგ ჰენდის” მიერ პროექტის „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მხარდაჭერით. განცახდების შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მოსაზრებას.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.