Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
საერთაშორისო მისიებში მივლინებული სამხედროების უფლებების დაცვის შესახებ კონფერენცია გაიმართა
სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ნათია კაციტაძემ და თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა თამარ გაბიანმა ნიდერლანდების ქალაქ ამსტერდამში მიმდინარე შეიარაღებული ძალების ომბუდსმენთა ინსტიტუტების მე–8 კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიება შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის, ჰოლანდიის შეიარაღებული ძალების გენერალური ინსპექტორის და ნიდერლანდების სახალხო დამცველის მიერ იყო ორგანიზებული და მას 29 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენცია შეეხებოდა საერთაშორისო მისიებში მივლინებული სამხედროებისა და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვას და ამ მხრივ ომბუდსმენთა როლის აღიარებასა და გაძლიერებას.

კონფერენციაზე განიხილეს ომბუდსმენის როლი საერთაშორისო მისიებში მონაწილე სამხედროებისა და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვის კუთხით, საერთაშორისო მისიებთან კომუნიკაცია, კოორდინაცია ომბუდსმენის ინსტიტუტსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, მისიიდან დაბრუნებული სამხედროების რეინტეგრაციის, ჯანდაცვის, სოციალური იმიჯის და ქვეყნის შიგნით სამხედრო სამსახურის გაგრძელების საკითხებზე.

აღნიშნული საკითხები მონაწილე ქვეყნების მაგალითის გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკისთვის რეკომენდაციების ჩამოყალიბების მიზნით, კონფერენციის მონაწილეებმა სამუშაო ჯგუფებში განიხილეს.

დასასრულს შეიმუშავეს განცხადება, სადაც საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა პრინციპები საერთაშორისო მისიაში მონაწილეთა, მისიიდან დაბრუნებულთა, ადგილობრივი მოსახლეობის და სხვა დაკავშირებულ პირთა უფლებების დაცვაში ომბუდსმენთა როლის შესახებ.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.