Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ახალშობილთა სოციალურ დაუცველ მშობლებს იუსტიციის სახლებში საჩუქრებით ხვდებიან
„კეთილი იყოს შენი მობრძანება“ იუსტიციის სახლის ახალი პროექტია,
რომელიც დღეს ამოქმედდა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ინიციატივით ხორციელდება.
სერვისი სოციალურად დაუცველ ოჯახებში (100 000-მდე ქულა) დაბადებული ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და ის საქართველოს 19-ვე იუსტიციის სახლში ჩვილის დაბადების მოწმობასთან ერთად გაიცემა.
სერვისი სპეციალური შეფუთვით პირველადი დანიშნულების ნივთების, ჰიგიენური საშუალებებისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ რეკომენდებული საკვები დანამატის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს.
დაბადების მოწმობის მისაღებად მოსული ახალშობილის მშობელს 17 ოქტომბერს საჩუქარი პირადად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადასცა.
ამ პროექტისადმი ინტერესის ნიშნად ღონისძიებაში საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ანტუან ბარდონიც მონაწილეობდა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ბავშვებზე მორგებულ ამგვარ სერვისებს ქველმოქმედი დამფინანსებლები გამოუჩნდებიან; იუსტიციის მინისტრთან ერთად ანტუან ბარდონის მიერ შექმნილი საქველმოქმედო ფონდი „Salve“ კი ამ პროექტის მხარდამჭერი და გულშემატკივარი იქნება.
„ჩვენი გრძელვადიანი მიზანი პარტნიორების მოზიდვა, სასაჩუქრე პაკეტის გამდიდრება და დაბადების მოწმობასთან ერთად გაცემაა არა მხოლოდ იუსტიციის სახლებში, არამედ ჩვენი სისტემის ყველა ტერიტორიულ სამსახურსა და საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც მოქალაქე დაბადებას არეგისტრირებს. პროექტის პოპულარიზაციასთან ერთად, სოციალურად დაუცველ მშობლებს ბავშვის დაბადებამდე ბევრად ადრე ეცოდინებათ, რომ დაბადების რეგისტრაციისას, დაახლოებით, 60 ლარის ღირებულების პირველადი მოხმარების საგნებს მიიღებენ და მოცემულ თანხას ბავშვისათვის საჭირო სხვა ხარჯების დასაფინანსებლად მიმართავენ. ამ გზით იუსტიციის სახლი ყოველი სოციალურად დაუცველი ახალშობილის მეგობარი გახდება“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.
სპეციალური საჩუქარი შედგენილია კვლევის საფუძველზე და დაკომპლექტებულია ახალშობილი ბავშვისთვის პირველადად საჭირო ნივთებით და 180 ცალი საკვები დანამატის ვიტამინებით, რომლებიც „UNICEF“-ის სტანდარტით კვების დეფიციტის აღმოფხვრისთვის არის აუცილებელი. სტატისტიკური მონაცემებით, დღეს საქართველოში 100 000 ბავშვზე მეტი კვების დეფიციტის მქონეა, რაც ხელს უშლის მათ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას; ამ დეფიციტის აღმოფხვრა კი ურთულესია ორი წლის ასაკის შემდეგ.
თეა წულუკიანმა საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ანტუან ბარდონთან ერთად ფონდი „Salve“ მიმდინარე წლის 3 მარტს დააფუძნა. ფონდის პირველი შემწირველები საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში რენო სალენსი და საქართველოში მოღვაწე ფრანგი, ქართველი და ამერიკელი ბიზნესმენები არიან. ფონდს მხოლოდ ორი კონკრეტული მიზანი აქვს: ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვებისთვის პროექტების დაფინანსება; სოციალურად დაუცველ ახალშობილ ბავშვებში კვების დეფიციტის აღმოფხვრის ხელშეწყობა. პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ფონდ „Salve“-ს მხარდაჭერით ისარგებლებს.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |