Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
თემურ ხუბულური კარალეთში და გარეჯვარში მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გარეჯვარის, კარალეთისა და კარალეთის კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მთავრობის 4 პუნქტიან გეგმაზე ისაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას დაეთმო, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობის გარანტიაა. თემურ ხუბულურმა მოსახლეობას 30 ოქტომბერს სწორი არჩევანის გაკეთებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ჩვენი ხელისუფლებისთვის კვლავ პრიორიტეტულია დევნილთა საჭიროებებისა და კეთილდღეობის საკითხი. სახელმწიფო გააგრძელებს იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიან პოლიტიკას. უახლოეს პერიოდში დასრულდება რვა 10 სართულიანი ბინის მშენებლობა 480 ოჯახისთვის.დამატებით, 2017 წელს გორში დამთავრდება 32-ბინიანი ახლადაშენებული კორპუსის რემონტი.სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში მოხდება სულ მცირე 3000 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის შეძენა. 24 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს, რომელსაც საკუთრებაში აქვს გადაცემული საცხოვრებელი ფართი, აგრეთვე მათ მიერ შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს საკუთრებაში გადაეცემათ საერთო სარგებლობის ფართებიც. გაგრძელდება კერძო მესაკუთრეებისგან იმ საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვა, რომლებიც დევნილებს აქვთ დაკავებული. ამ პროექტის ფარგლებში, სულ მცირე 1500 დევნილი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა, ერთი მხრივ, დონორებთან, ხოლო, მეორე მხრივ, ინვესტორებთან, რათა კერძო და საჯარო პარტნიორობის ფარგლებში აშენდეს ახალი საცხოვრებლები დევნილებისთვის როგორც ქალაქებში, ისე სოფლად“,-განაცხადა მან.

თემურ ხუბულურის თქმითვე, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მაკროეკონომიკურ განვითარებას ეფუძნება.

„გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის უწყვეტი პროცესი, რაც მიმართული იქნება სახსრების გამოთავისუფლებაზე და მათ გადანაწილებაზე პრიორიტეტული მიმართულებებით. ამასთან, შეიზღუდება ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა.ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით, გაგრძელდება მეწარმეობის ხელშეწყობის არსებული პროგრამები, მოხდება მათი ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით; „ქართული ოცნება“ გააგრძელებს სტარტაპების აქტიურ მხარდაჭერას.

2017 წლიდან ძალაში შევა მოგების გადასახადის ახალი მოდელი, რომლის მიხედვით საწარმოს მიერ მიღებული მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილებისას. ჩვენი ხელისუფლების აგროპოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს.მცირემიწიანი ფერმერებისთვის ამოქმედდება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს“,- განაცხადა თემურ ხუბულურმა ამომრჩეველთან შეხვედრისას.

R

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.