Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
კასპში დისციპლინური ზომები საარჩევნო კომისიების 12 წევრის მიმართ გატარდა
კასპის საოლქო საარჩევნო კომისიაში მეორე ტურთან დაკავშირებით არც ერთი საჩივარი შევიდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კომისიის სამდივნოდან აცნობეს.

რაც შეეხება პირველ ტურს, 30 საჩივრიდან 9 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საიდანაც საუბნო საარჩევნო კომისიების 12 წევრს სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დაეკისრა.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნებთან დაკავშირებით, 30 საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და საარჩევნო სუბიექტებიდან შევიდა.

აქედან, 8 საჩივარი ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების’’; 16 საჩივარი ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“; ერთი საჩივარი ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის‘’,  ერთი საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე დედამიწის", ხოლო ოთხი საჩივარი ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დაწერა.

საჩივრები კასპის მაჟორიტარულ ოლქის 40 უბნიდან 21 უბანზე დაიწერა. ესენია: ოკამი, მეტეხი, მიქელწყარო, ლამისყანა, ფერმა, აღაიანი, ახალციხე, თელიანი, კავთისხევი, კოდისწყარო, რენე, თეზი, სამთავისი, ქვემო ჭალა, დოესი და ქალაქ კასპის 6 უბანი.

დაკმაყოფილებული საჩივრების შინაარსი პროცესუალურ დარღვევებს ეხება

სოფელ ახალციხის უბნის კომისიის თავმჯდომარეს მარიამ ტალახაძეს და ევა სოზიაშვილს გამოეცხდათ შენიშვნა.

ოკამის უბნის თავჯდომარეს თამარ შუკაკიძეს და მდივანს ეკატერინე ბუაჩიძეს 20% ხელფასი დაექვითათ.

აღაიანის უბნის მდივანს ნელი ჯაჭვაძეს გამოეცხადა შენიშვნა, დოესის უბნის თავჯდომარეს ლალი თაბუაშვილს და მდივანს ვალია ხმალაძეს გამოეცხადათ შენიშვნა.

სამთავისის უბნის მდივანს ნანი ძიძიშვილს და თავმჯდომარეს ზურაბ თამაზაშვილს გამოეცხადა შენიშვნა.

ლამისყანის უბნის კომისიის წევრს კობა კოხურს გამოეცხადა შენიშვნა.

ოლქმა განუხილავი დატოვა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის რობერტ კავთიაშვილის მიერ შეტანილი 4-ვე საჩივარი, რომელიც ეხებოდა კენჭის დღეს 7 სა-თიდან 8 საათამდე დაფიქსირებული დარღვევებს.

სოფელ ფერმის  უბანზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა შეამჩნია, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მონაცემები სამაგიდო ერთიან სიაში შეყვანილი არ იყო. ამავე უბანზე კომისიის წევრს ქართლოს მეშველაშვილს არ ქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. კომისიის წევრი შახალა ისმაილოვა უბანზე იმყოფებოდა ფორმის გარეშე. კომისიამ მათ მიმართ დაწერილი საჩივრები ფოტო, ვიდეომასალის არქონის გამო, არ დააკმაყოფილა.

ნაციონალური პარტიის წარმომადგენელმა ოკამის საარჩევნო უბანზე დაფიქსირა, რომ კომისიის მდივანს არ ქონდა უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობა და, ასევე, პირადობის მოწმობა, ნაციონალური პარტიის წარმომადგენელმა მოითხოვა უბანი დაეტოვებინა, მდივანმა ეკატერინე ბუაჩიძემ სარჩევნო უბანი არ დატოვა და მთელი დღის განმავლობაში ასრულებდა დაკისრებულ ფუნქციას. საჩივარი გვიან დაიწერა, რის გამოც, არ დაკმაყოფილდა.

მეტეხის უბანზე ნაციონაურმა მოძრაობის წარმომადგენელმა დაფიქსირა, რომ გადასატანი ყუთის სიაში მყოფი პირები, არ იყვნენ მონიშნული ამომრჩეველთა ერთიან სამაგიდო სიაში. აქაქც საჩივარი გვიან დაიწერა.

მიქელწყაროს უბანზე წილის ყრით გამოვლენილმა ქეთევან დავითაშვილმა უარი განაცხადა გადასატან ყუთის გაყოლაზე, კომისიის თავმჯდომარის გადაწვეტილებით,  მისი ფუნქციის შესრულება დაევალა თამაზ ისაევს. ამ შემთხვევაშიც საჩივარი გვიან დაიწერა.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.