Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ქალაქ გორისა და გორის რაიონის 7 საჯარო სკოლას შორის ვიქტორინა გაიმართა
ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლის გუნდებს შორის, სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების პოპულარიზაციის მიზნით, ვიქტორინა ჩატარდა.

პირველი ადგილი ქალაქ გორის სკოლა ლიცეუმის მოსწავლეებმა დაიკავეს.

ვიქტორინის კითხვები მე-9 კლასის სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოდან „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“ შედგებოდა, რომლის შერჩევასა და ღონისძიების ორგანიზებაში სამოქალაქო განათლების საგნის პედაგოგები იღებდნენ მონაწილეობას.

ღონისძიება 2016 წლის 4 ნოემბერს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში გაიმართა და მონაწილეობა გორის სკოლა-ლიცეუმის, ქვეშის, ქიწნისის, ატენის, პატ. გარეჯვრის, მერეთისა და ძევერის სკოლების გუნდებმა მიიღეს.

ვიქტორინა 3 - ზოგადი კითხვების, სამოქალაქო განათლების ლექსიკონისა და სიტუაციური ამოცანებისგან შემდგარი ტურისგან შედგებოდა.

გუნდებს ქულებით ჟიურის წევრები აფასებდნენ, რომელსაც საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენელი ნონა ოქროპირიძე ხელმძღვანელობდა, თითოეული კითხვის ირგვლივ პედაგოგები შესაბამის განმარტებებს და სწორ და ამომწურავ ინფორმაციასაც აწვდიდნენ მოსწავლეებს.

საზოგადოება ,,ბილიკის" წარმომადგენლის, ლია გორელიშვილის თქმით, მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების ირგვლივ დასმულ კითხვებს საინტერესოდ უპასუხეს. სიტუაცურ ამოცანებში თავი გამოიჩინეს, აქტიურობდნენ და თანაბარი ქულებით მიიწევდნენ წინ, სამრაუნდიანი დაძაბული ასპარეზობის შედეგად მხოლოდ დამატებითი კითხვებით გახდა შესაძლებელი გამარჯვებული გუნდის გამოვლენა.

ჟიურის წევრებმა დადებითად შეაფასეს ღონისძიება, რადგან მოსწავლეთა წახალისებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება, იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში სამოქალაქო განათლებაში ცნობიერების გაზრდას. გაკვეთილზე ნასწავლის განმტკიცებას, სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების მიმართ ინტერესის გაზრდას მოსწავლეებში.

„დღეს ყველაზე ნაყოფიერი დღე იყო. ჩვენმა სკოლამ პირველი ადგილი აიღო ვიქტორნაში. რომელიც ჩვენი ჯგუფის წევრების დამსახურებაა, რადგან ჩვენ ყველაფერი ერთიანი ძალისხმევით გავაკეთეთ და მიზანსაც მივაღწიეთ. შეიძლება ეს არც ისე დიდი გამარჯვებაა მაგრამ ყველაფერი აქედან იწყება, ჩვენ აქტიური მოქალაქეები ვართ“_აღნიშნეს გორის სკოლა ლიცეუმის მოსწავლეებმა.





 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.