Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ხატვის კონკურსში ,,დამიხატე მშვიდობა" გორის მუნიციპალიტეტიდან 20-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებითა და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარებულ კონკურსში ,,დამიხატე მშვიდობა" გამარჯვებულები 7 ნომინაციაში გამოვლინდნენ.

გამარჯვებულებს გამგებელმა დავით ონიაშვილმა და კულტურის სამსახურის უფროსმა არსენ აზალაძემ საჩუქრები გადასცეს.

გორის სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ კონკურსში მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებმა 20 - მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

პატარა მხატვრები პირადად გაიცნო და კონკურსის მიმდინარეობას ესწრებოდა საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბატონი პასკალ მენიე. ბავშვებს ხატვის მასტერკლასი საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა მხატვარმა ლევან მოსიაშვილმა და კახა თოფჩიშვილმა ჩაუტარეს.

კონკურსში მონაწილე ბავშვები ჩაერთვებიან საერთაშორისო საბავშვო ხატვის კონკურსში „დამიხატე მშვიდობა“, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია „Club de Chance” ატარებს.

„სამი წელია რაც კონკურსს „დამიხატე მშვიდობა“ ვატარებთ, საქართველო მეორედ იღებს მონაწილეობს. მიხარია, რომ მომავალი წლის კონკურსისთვის მზადება დავიწყეთ გორიდან, აქ ძალიან ნიჭიერი ბავშვები ცხოვრობენ, ძალიან ძლიერი ნახატები აქვთ. რაც შეეხება მშვიდობის თემას, ეს მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. ხშირად ხდება, რომ ბავშვები ხატავენ მშვიდობას, მაგრამ მათი მშობლები იბრძვიან ომში, სამწუხაროდ არის ასეთი სახელმწიფოებიც. გორის მაცხოვრებლებისთვის მშვიდობა მნიშვნელოვანია, რადგან ომი გამოიარეთ.“ - განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაცია „Club de Chance”- პრეზიდენტმა ტატიანა ბალდუკმა.

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პატარა მხატვრები საფრანგეთის საელჩოს დახმარებით, სხვადასხვა საერთაშორისო დონის გამოფენებში მიიღებენ მონაწილეობას.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საფრანგეთის საელჩოს ამ მხარდაჭერისთვის. ჩვენი ბავშვებისთვის მსოფლიო დონის კონკურსში მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მათთვის დიდი სტიმულის მიმცემი იქნება. ჩვენს მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი ცხოვრობს და ჩვენ მათ ყოველთვის დავეხმარებით, რომ გზა გაიკვალონ.“ - გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.