Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
სოფლად განსახლებულმა დევნილებმა მოტობლოკები და სასოფლო ტექნიკა მიიღეს
შიდა ქართლში 30 დევნილ ოჯახს სასოფლო სამეურნეო ტექნიკა გადაეცა.

ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სოფელში საცხოვრებელი სახლები მიიღეს.

,,სოფლად სახლის" პროექტის მონაწილეები გორში, ქარელსა და კასპის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ.

მათ მოტობლოკები და სხვა მანქანა-დანადგარები დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გადასცა.

ბენეფიციარები კონკურსის შედეგად შეირჩა. საგრანტო კონკურსი დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, მიმდინარე წელს, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოაცხადა.

შიდა ქართლის რეგიონში კონკურსში არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) გაიმარჯვა და პროექტის - „საარსებო წყაროების განვითარება შიდა ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის” განხორციელება მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყო.

მოტობლოკებისა და სოფლის მეურნეობის მანქანა-დანადგარების პროექტის ბიუჯეტმა 37 500 ლარი შეადგინა.

პროექტით გათვალისწინებული იყო ბენეფიციართა 30%-იანი თანამონაწილეობით შემდეგი ინიციატივების მხარდაჭერა:

• სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები; • სასოფლო სამეურნეო იარაღების ნაკრები; • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა/მექანიზაცია; • თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივები.

საგრანტო პროგრამის ტექნიკურ მხარდაჭერას სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახორციელებდა.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.