Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ცხინვალის ,,ლიახვი" 10 000 ლარით დაჯარიმდა
საფეხბურთო კლუბი ცხინვალის „ლიახვი“ ეხმაურება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ცხინვალის "ლიახვი" დაჯარიმდა 10 000 ლარით და ჩამოაკლდა 6 ქულა.

სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშით იხელმძღვანელა.

8 ნოემბერს, პირელი ლიგის თმაშზე ხონის "იმერეთისა" და ცხინვალის "ლიახვის" მატჩის შედეგზე (5:1) მოხდა საეჭვო მანიპულირება, რასაც თფა-ს რაპორტი ადასტურებს. სადისციპლინო კომიტეტი დამატებით გაეცნო ფირს, მოუსმინა მხარეებს და გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:

მატჩის შედეგი გაუქმდა. ხონის "იმერეთი" რაპორტში ზედიზედ მეორედ მოხვედრისა და სხვა მამხილებელი გარემოებების გამო მოხსნილია გათამაშებიდან, გაუნულდა აქამდე დაგროვილი ქულები და დარჩენილ მატჩებში ჩაეთვლება 0:3 წაგება. გუნდის მენეჯერ სოსო ჩაკვეტაძეს სამუდამოდ აეკრძალა ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა.

საფეხბურთო კლუბი ცხინვალის „ლიახვი“ შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო, ემიჯნება ყოველგვარ გარიგებასა და შედეგზე მანიპულირებას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და შესაბამის ორგანოებს მიმართავს გამოიძიონ აღნიშნული მატჩი და შესაბამისი სადამსჯელო ღონისძიებები გაატარონ.

ცხინვალის „ლიახვი“ თნამშრომლობს ფეხბურთის ფედერაციასთან და ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს გამოძიებას, რათა აღიკვეთოს ყოველგვარი გარიგებები ქართულ ფეხბურთში.

შეგახსენებთ, პირველი ლიგის გასულ სეზონში, 2015 წლის 29 ნოემბერს გასამართი მატჩი ხობის „კოლხეთსა“ და ცხინვალის „ლიახვს“ შორის შესაძლო გარიგების გამო გადაიდო.

ფეხბურთის ფედერაციას ინფორმაცია „ლიახვის“ წარმომადგენლებმა მიაწოდეს, რის შემდეგაც სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი თავად ჩავიდა ხობში სიტუაციის გასაცნობად.

ამ დროისთვის უცნობია ვინ ცდილობდა თაღლითურ გარიგებას. საფეხბურთო კლუბი ცხინვალის „ლიახვი“ თხოვნით მიმართავს სფფ-ს ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებთან ერთად კიდევ ერთხელ გადახედონ და გამოიძიონ მატჩი, რომელიც შესაძლო გარიგების გამო გადაიდო.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.