Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
სამხედრო ბატალიონის თანამშრომელი გორის ჰოსპიტალს უჩივის
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო ბატალიონის თანამშრომელი ზაალ ლაცაბიძე გორის სამხედრო ჰოსპიტალის რამდენიმე ექიმს გულგრილობაში ადანაშაულებს.

ამის გამო, სასამართლო დავა გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.

სასამართლო დავის მიხედვით, ზაალ ლაცაბიძე სამხედრო ჰოსპიტალისგან მორალური ზარალის ანაზღაურებას, ასევე, მკურნალობის თანხების გამოყოფასა და სამსახურიდან წასვლის შემდეგ პენსიაში გასვლამდე ხელფასის იდენტურ თანხას ითხოვს.

მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის წარმომადგენლები იცავენ.

ზაალ ლაცაბიძემ ტრამვა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, 2008 წელს მიიღო. იმის გამო, რომ რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებები ახალი დასრულებული იყო, სამედიცინო შემოწმებაზე არ გაუშვეს. ტკივილები ფეხის არედან ხერხემალზე გადავიდა.

სამედიცინო ბატალიონის მძღოლმა ტრამვა გენერატორის გადაადგილებისას მიიღო. ფეხი რამდენიმე თვე აწუხებდა. შემდეგომში ტკივილები პერიოდულად დროთა განმავლობაში გრძელდებოდა.

პირველი კვლევა ზაალ ლაცაბიძემ 2012 წელს გაიკეთა. ექიმებმა მას კოსტართროზის (მენჯ-ბარძაყის ოსტეოართოზის) დიაგნოზი დაუსვეს. მეორე კვლევა ხერხემალზე ჩაუტარეს და ხერხემლის მე-2 და მე-3 მალთაშუა დისკოს თიაქრის დიაგნოზი დაუსვეს.

„ამჯერად, ნეიროქირურგის ჩარევა გახდა საჭირო. გორის ჰოსპიტალში გაგვგზავნეს. ოპერაცია 2013 წლის 22 აგვისტოს თამაზ რაქვიაშვილმა გაუკეთა. ექიმმა მითხრა, რომ რთული ოპერაცია არ იყო და მალების გამოცვლაც არ დასჭირდა.“ - ამბობს ზაალ ლაცაბიძის მეუღლე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, ექმიმმა პაციენტი ოპერაციის დღეს, მხოლოდ, ერთხელ ნახა. ჰკითხა, ამოძრავებდა თუ არა ქვედა კიდურებს.
კიდურებზე მგრძნობელობა არ შეინიშნებოდა, რის გამოც, ზაალ ლაცაბიძის მეუღლე თვლის, რომ ექიმს დამატებითი ყურადღება უნდა მიექცია.

,,მეორე დღეს მე ვუთხარი, რომ გამოკვლევა ჩაეტარებინა. ჩაუტარეს გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ხერხემალში სისხლის კოლტი ჰქონდა, რაც აუტანელ ტკივილს იწვევდა.“ - გვეუბნება ლუდა ლაცაბიძე.

მესამე დღეს, ანუ 2013 წლის 25 აგვისტოს, ხელახალი ოპერაცია გაუკეთეს და სისხლის კოლტები ამოწმინდეს.

შეიარაღებული ძალების თანამშრომელმა ორივე ოპერაცია გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაიკეთა. კიდურებზე მგრძნობელობა კვლავ არ აღდგა. 2015 წელს უკვე სიმსივნური წარმონაქმნები აღმოუჩინეს.

თავდაცვის სამინისტრომ ლაცაბიძე 2015 წლის ბოლოს თურქეთში სარეაბილიტაციო ცენტრში გააგზავნა.

„ხელახალი გამოკვლევები ჩემ მეუღლეს 2013 წელს ჩაუტარდა, სადაც თურმე პირველ მალაზე სიმსიმვნური წარმონაქმნი დაფიქსირდა, თუმცა, ეს ჩვენთვის არავის უთქვამს. ეს ბოლო გამოკვლევები თბილისში „ავერსის“ კლინიკაში რადიოლოგ ნიკა საინიშვილთან გავიკეთეთ. ამავე წელს, გორის ჰოსპიტალში კონსილიუმი შედგა, სადაც, ასევე, არაფერი იყო ნათქვამი წანაზარდზე. როგორც აღმოჩნდა, ეს წანაზარდი ზურგის ტვინს აწვება და გადაადგილებაში ხელს უშლის“ - გვეუბნება ლუდა ლაცაბიძე.

სასამართლო პროცესი მას შემდეგ განახლდება, რაც სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიურო ექსპერტიზის დასკვნას დადებს.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.