Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ლეონიდ თიბილოვი დე-ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

ამის შესახებ მან ცხინვალში ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობისგან მას კვლავ დიდი მხარდაჭერა აქვს და, შესაბამისად, სურს, რომ ეს ნდობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაშიც გამოიყენოს.

ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრის შესახებ კომენტარს ლეონიდ თიბილოვის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ლეონიდ თიბილოვს ახალგაზრდების მხარდჭერის დიდი იმედი აქვს.

ლეონიდ თიბილოვი სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტია. იგი 2012 წელს აირჩიეს და გამარჯვებას მეორე ტურში მიაღწია.

54%-იანი უპირატესობით დავით სანაკოევი დაამარცხა. გაპრეზიდენტების დროს თიბილოვი 60 წლის იყო.

თიბილოვის გაპრეზიდენტებას ცხინვალში სერიოული დაპირისპირება უძღოდა წინ. კერძოდ, საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წელს ჩატარდა. ამ არჩევნებში ალა ჯიოევამ გაიმარჯვა, რასაც დაძაბულობა მოჰყვა.

რადიო თავისუფლების ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კრემლის მოხელეების ჩარევით გააუქმეს და განმეორებითი არჩევნები დანიშნეს. ალა ჯიოევას მომხრეების მიმართ კი რეპრესიები დაიწყო.

ოპოზიციის ლიდერი თავისი ინაუგურაციის ჩატარებას გეგმავდა, მაგრამ სპეცრაზმმა მისი ოფისი დაარბია, ჯიოევა კი საავადმყოფოში მოხვდა და ერთი თვე იქ გაატარა. ოპოზიციის ლიდერმა განმეორებითი არჩევნები ლეგიტიმურად არ ცნო, თუმცა ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობა არ გამორიცხა. საარჩევნო მარათონი 7 თვე გრძელდებოდა.

ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის გაზაფხულზე დაინიშნება. არ გამორიცხავენ, რომ თიბილოვთან ერთად კენჭი ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმაც იყაროს.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.