Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გორში სამადაშვილის ქუჩაზე ახალი ასფალტი ხელახლა გააჭრევინეს
ქალაქ გორში, სამადაშვილის ქუჩაზე, ახლად დაგებული ასფალტი ხელახლა
გააჭრევინეს.
გორის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებმა სამშენებლო კომპანიას ასფალტის სისქე დაუწუნეს.
,,ამის გამო, კომპანია იძულებული გახდა ხარვეზი გამოასწოროს და ასფალტი ხელახლა დააგოს" - გვითხრეს მერიის პრეს-სამსახურში.
კომპანია ,,შარას" დირექტორი ამირან მშვენიერაძე ამბობს, რომ სამუშაოთა წარმოების დროს, ადგილზე ბევრი გაუთვალისწინებელი შემთხვევა დახვდათ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, გზის რეაბილიტაციის დროს ასფალტის გადაბმისას მოხდა აცდენა.
ჩვენს კითხვაზე, სხვა რა გაუთვალისწინებელ შემთხვევებს წააწყდნენ ადგილზე, ამირან მშვენიერაძე ამბობს, რომ გზის ამ მოკლე მონაკვეთში ძალიან ბევრის. გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გამოყოფილი თანხა დადგენილ ლიმიტსაც გასცდაო.
,,ბუნებრივია, პროექტით გათვალისწინებული იყო ეს ხარჯები, მაგრამ ადგილზე იმდენი რამ დაგხვდა გამოსასწორებელი და გასაკეთებელი, რომ დადგენილ ლიმიტს გასცდა. იმას ჩვენი ხარჯებით გავაკეთებთ. ჩემი აზრით, პროექტირების დროსაც ვერ შეამჩნევდნენ ამ შემთხვევებს" - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.
საუბარი ეხება სულ დაახლოებით 300 მეტრ მანძილს.
აღნიშნული მონაკვეთის დასაგებად მერიამ 90 ათასი ლარი გამოყო. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა - შპს ,,ვერელი პლიუსი" და შპს ,,შარა".
,,ვერელი პლიუსმა" 81 ათასი ლარი მიუთითა, ხოლო ,,შარამ" 79 999 ლარი. შესაბამისად, გაიმარჯვა ,,შარამ".
კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ სავარაუდოდ ტროტუარების გაგანიერებაც დაჭირდებათ, რადგან გარკვეულ მონაკვეთზე, მიწის ქვეშ გაყვანილი კაბელები ნახეს.
სამუშაოთა გრაფიკის მიხედვით, სამუშაოები სამადაშვილის ქუჩაზე 30 დეკემბერს უნდა დასრულდეს.
რაც შეეხება მიმდებარე კეცხოველისა და გორიჯვრის ქუჩებს, იმ სამუშაოებს სხვა კომპანია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ახორციელებს.
კეცხოველის ქუჩა მარაბდელის ქუჩას სამადაშვილის ქუჩით უკავშირდება.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |