Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
კერძო კომპანიებში მერიის დახმარებით სამი მოქალაქე დასაქმდა
გორის მერიის დახმარებით სამი მოქალაქე კერძო კომპანიებში დასაქმდა.

დღეს ისინი, სამუშაო ადგილებზე, მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქუთათელაძემ და პროგრამის მენეჯერმა, ლელა მაისურაძემ მოინახულეს.

პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული მოქალაქეები დასაქმდნენ, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 32 000 ლარიანი თანადაფინანსებით ასოციაცია ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ახორციელებს.

პროგრამის ერთი მონაწილე სოფელ გომთან მდებარე კომპანია „Black Sea Group“- ის საწარმოო ბაზაში, ხოლო მეორე ბენეფიციარი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნის მაღაზიაში დასაქმდა.

დასაქმების პროგრამის ფარგლებში კონკურსის შედეგად შერჩეული ბენეფიციარებისთვის სასწავლო სესიები 1 ოქტომბერს დაიწყო. პროგრამა 5 თვიანია და 2017 წლის თებერვალში დასრულდება.
იგი ითვალისწინებს პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებისთვის საჭირო ისეთი მოდულების სწავლებას, როგორიცაა ემოციის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკების ხელოვნება, თვითპრეზენტაცია, დროის მენეჯმენტი და ა.შ.

სასწავლო კურსს მოწვეულ ექსპერტებთან ერთად უძღვება ასოციაცია ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“(RDFG) დასაქმების პროგრამის მენეჯერი ლელა მაისურაძე.
დასაქმების პროგრამა Employment Shuttle ინოვაციური მეთოდოლოგიით შემუშავებული პროგრამაა, რომელიც ფასილიტაციის პრინციპებს ეფუძნება.

პროგრამა თავდაპირველად ესპანეთში Vives Emplea – მიერ დაინერგა. მისი პილოტირება 2015-2016 წლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტ Life Georgia-ს ფარგლებში ACF - ის ხელმძღვანელობით წარმატებით განხორციელდა საქართველოს 3 ქალაქში: გორში, ზუგდიდსა და თბილისში.





Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.