Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
მწვანე ზოლზე დიმიტრიადის ავტოსამრეცხაოს აშენების ვადა გააგრძელეს
წმინდაწყლის დასახლებაში მწვანე ზოლის განადგურება დასასრულს უახლოვდება.

აღნიშნული პროცესის გაგრძელებას დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს.

კომპანია ,,ელიტ-სერვისს" იმ ხეების გაჩეხვის უფლებაც მისცეს, რომელიც მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ჯერ კიდევ 2013 წელს დაიცვა.

ხეების დაწყებული ჭრა ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რამდენიმე სიუჟეტი მოამზადა.

მოსახლეობის პროტესტის გამო, კომპანია ,,ელიტ-სერვისის" წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ ხეების დარჩენილ ნაწილს არ მოჭრიდნენ.

როგორც გაირკვა, 3 წლის განმავლობაში, პეტრე დიმიტრიადის კომპანიას სააღნაგე ფართი დაუმატეს, მშენებლობა 2016 წლის პირველ ნოემბერს უნდა დაემთავრებინა, მაგრამ ამჯერად 2017 წლის 30 ივნისამდე გაუგრძელდეს.

ფართი 49 წლიანი იჯარით გაიცა. 3 წლის შემდეგ ვითარება ასეთია.

2016 წლის 21 დეკემბერს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა შ.პ.ს “ELIT-SERVICE”-მა და მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელება 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ნაცვლად 2016 წლის 1 ნოემბრისა.

საფუძველი:

მოხდა აღნიშნული პროექტის სიდიდის ოთხჯერ გაზრდა (400მ2 ფართობი გაიზარდა 1350მ2), დოლარის კურსის ცვლილება, გაზაფხული-შემოდგომის უამინდობა, პროექტის სიდიდიდან გამომდინარე ოთხთვიანი ვადა აღმოჩნდა არასაკმარისი პროექტის დასრულებისა და ექსპლუატაციაში გაშვებისთვის.

ამ ეტაპზე შენობანაგებობები დასრულებულია და ფუნქიონირებს ავტომომსახურების სერვისი და ავტო-სამრეცხაო, სავაჭრო ობიექტები, სასაწყობე შენობები და კვების ობიექტი.

რაც შეეხება რესტორანს, შენობა გადახურულია, ვიტრაჟები ჩასმულია, გარე მოპირკეთების სამუშაოები დაწყებულია,შიდა ინვენტარის შესაძენად და ფუნქციონირების დასაწყებად საჭიროა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება.

ვინაიდან მოაღნაგეს ფაქტობრივად შესრულებული აქვს საინვესტიციო ვალდებულების ნახევარზე მეტი, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანშეწონილად მიაჩნია მოხდეს შეთანხმება და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადად განისაზღვროს 2017 წლის 30 ივნისი.







Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.