Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის ადმინისტრაცია ანგარიშს აქვეყნებს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის ადმინისტრაცია გასულ 2016 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს აქვეყნებს.

ამის შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დევს.

დე-ფაქტო სახელმწიფოს პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის პრეს-სამსახურის ცნობით, ყველა სამუშაო 2015-2017 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ჩამონათვალი ასეთია: კაპიტალურად გარემონტდა საავადმყოფო, განახლდა 6 სამედიცინო დაწესებულება; გაკეთდა წყალსაქაჩი, რითაც სოფლების წყალმომარაგების საკითხი მნიშვნელოვნად მოგვარდა; გარემონტა 30 კმ გზა; აღდგა კულტურის სახლი და ბავშთა სკოლა ინტერნატი; ექსპლუატაციაში შევიდა ახალი ბაზარი; აშენდა სკოლები და საბავშვო ბაღები.

ადმინისტრაციის ცნობით, რაიონებში კულტურული ღონისძიებები მასობრივად ტარდება. რვა სოფლის კლუბი ბავშვებისთვის რეგულარულად მუშაობს.

წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ცხინვალის რეგიონში ჯანდაცვის ობიექტების მუშაობა უმჯობესდება, თუმცა, მოსახლეობა კვალიფიციური ექიმების მომსახურების პრობლემის წინაშე დგას. ამას თვით თიბილოვის ადმინისტრაცია აღიარებს.

,,ადგილობრივი ადმინისტრაციების წარმომადგენლების დახმარებით მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევები დაიწყება, რასაც საბჭოთა კავშირის პერიოდში ჰქონდა ადგილი" - წერია ანგარიშში.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლის ცნობით, რეგიონში დაახლოებით 70-მა ფერმერმა მიწები დასამუშავებლად იჯარით აიღო. ფერმერთა ნაწილმა მეცხოველეობას მიჰყო ხელი.

კონკრეტულად, ზნაურის რაიონში, ადმინისტრაციის ცნობით, განახლდა კულტურული დაწესებულებები, მაგრამ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ცხინვალთან დამაკავშირებელ ახალ გზას, რომელიც გარემონტდა. 2017 წლისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით კილომეტრნახევარი გზის მოასფალტება იგეგმება ამ რაიონში.

ჯავის რაიონს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია სავიზიტო ბარათს უწოდებს.

ამ რაიონს ამჟამად ვლადიმერ ქელეხსაევი ხელმძღვანელობს, რომელმაც, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აზრით, რაიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა.

ჯავის რაიონში აშენდა ხიდი, რომელიც ერთმანეთს რაიონის ორ მხარეს აკავშირებს. ეს ხიდი მდინარე დიდ ლიახვზე მდებარეობს.

ქალაქ ჯავის ცენტრში გაკეთდა შადრევანი, რომლის ამუშავების შემდეგ, ადმინისტრაციის წარმომადგენლის აზრით, ბევრი შურით გასკდება. სოფლებში კი, განათებების მონტაჟი დაიწყო.

ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს პერიოდში ჯავის რაიონი ცნობილი იყო მინერალური წყლებით. 1991 წლის მიწისძვრის დროს ობიექტი დაინგრა და ნანგრევებში მოყვა. ამჟამად, ტერიტორია ნაგავსაყრელადაა ქცეული.

რაიონის ადმინისტრაციის უფროსის ვლადიმერ ქელეხსაევის განკარგულებით, მინერალური წყაროს გარშემო სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო, დაიდგა სკამები, საქანელები.

ქალაქის ცენტრში ავტოსადგური აშენდა. მოსახლეობას ტრანსპორტისთვის მოცდა ცუდ ამინდში აღარ მოუწევს.

კვაისაში ცენტრალურ ლენინის ქუჩაზე ახალი ასფალტი დაიგო, დაახლოებით, 750 მ სიგრძეზე. თიბილოვის ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოები 2016 წლის 18 ნოემბერს დაიწყო და იმავე თვის 26 რიცხვში დაასრულეს.

კვაისაში აშენდება ახალი ეკლესია - ინვერსიული ნავის ფორმის, რომლის ანალოგი ჩრდილოეთ ოსეთში სოფელ ნუზალში მდებარეობს. ადმინისტრაციის ცნობით, ასეთი ეკლესია, ირლანდიაშიც მდებარეობს.




Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.