Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ხაშურის გამგეობის თანამშრომლები ავარიაში მოყვნენ
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები ღორის დაკვლის შემდეგ ავარიაში მოყვნენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,გირჩის" ხაშურის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზაზა მეხრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დამტვრეული მანქანა ამჟამად რაიონის ერთერთ სოფელშია გადამალული.

მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მანქანა გადამალული არაა, ის მართლაც ავარიისას დაიმტვრა, კერძოდ, წრომის მონაკვეთზე.

,,ეს მანქანა ამჟამად ერთერთ ოჯახის ეზოში აყენია. ვადასტურებთ, რომ ავარია მოხდა. რა ვითარებაში, როგორ, ამის გარკვევა ჩვენს კომპეტენციაში არ შედის" - აცხადებს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

შიინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.

კერძოდ, მანქანის მძღოლს 250 ლარიანი ჯარიმა ადმინისტრაციული კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილის მიხედვით გამოუწერეს.

ამ მუხლის მიხედვით, დანაშაული გათვალისწინებულია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, რამაც ქონების და სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

ხაშურის გამგეობაში 2013 წლის მდგომარეობით ორი პიკაპი ირიცხება - ერთი ვერცხლისფერი ,Mitsubishi Pajero IO”, რომელიც 2013 წელს 10 ათას ლარად შეიძინეს, ხოლო მეორე - 2012 წლის მაისში ტოიტოტა ცენტრისგან 49 000 ლარად შეძენილი პიკაპი.

ხაშურის გამგეობის განცხადება:

,,ხაშურის მუნიციპალიტეტი განცხადებას ავრცელებს სოფელ წრომთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელშიც მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა ტოიოტა ჰაილუქსი ფიგურირებს.

ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევას გარკვეული პირებისა და საინფორმაციო საშუალებების მხრიდან არაჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყვა, საჭიროდ მიგვაჩნია, ჩვენი განცხადებით პასუხი გავცეთ ყველა შესაძლო შეკითხვას.

მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას, რომელსაც მართავდა მუნიციპალიტეტის თანამშრომელი - მძღოლი, ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში. მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ დავალებას და მანქანა მიემართებოდა სოფელ წრომის მიმართულებით აღნიშნული განყოფილების თანამშრომლების ხაშურში ჩამოსაყვანად. განვმარტავთ, რომ სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების თანამშრომლები მუშაობენ არანორმირებული სამუშაო დროის პირობებში და მათ ძალიან ხშირად უწევთ გვიან საღამომდე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება, როცა საკითხი დროით შემოფარგლული კონკრეტული დავალებების შესრულებას ეხება.

ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ მძღოლმა, რომელიც შემთხვევის ადგილას მარტო იმყოფებოდა, მაშინვე საქმის კურსში ჩააყენა პოლიცია, რომელიც გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, მოხდა მანქანისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერება, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მძღოლს ჩაუტარდა ალკოტესტი და მასზე ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედება არ დადასტურდა.

ამჟამად მანქანა ხელწერილის საფუძველზე იმყოფება დაცულ ადგილას. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. "
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.