Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
სამთავისსა და ქვემო ჭალაში შობას წლებია ალილოს გარეშე აღნიშნავენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში
რამდენიმე წელია ქრისტეშობის დღესასწაულს, ალილოს მსვლელობის გარეშე,
ხვდებიან.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს ადგილობრივებმა განუცხადეს.
მიზეზად ისინი სოციალურ სიდუხჭირეს ასახელებენ. ორივე სოფელი ისტორიულია.
სამთავისში მაცხოვრის ამაღლების ტაძარი დგას, იქვეა დედათა მონასტერი. სოფელ ქვემო ჭალაში კი, ამილახვრების რეზიდენციაში ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაა.
,,20-25 წლის წინ მოხუც მამაკაცთა ანსამბლი ჩამოდიოდა ჩვენ სოფელში" - იხსენებს ქვემო ჭალის მკვიდრი თინა გახელაძე.
ამ ანსამბლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას სოფლის კულტურის სახლის ყოფილი თანამშრომელი ზიზიკო შუღლიაშვილი ფლობს.
,,ეს ანსამბლი 1975 წელს ჩამოყალიბდა. ერთერთი წევრი ჩვენი სოფლელი იყო. ჩამოდიოდნენ ყოველ დღესასწაულზე და სიმღერ-სიმღერით დადიოდნენ სოფელში, მიდიოდნენ მერე სამთავისში. ასრულებდნენ, როგორც საშობაო, ასევე, სხვა სიმღერებს, იყო დიდი სიხარული მთელ გზაზე" - იხსენებს ზიზიკო შუღლიაშვილი.
ამ ანსამბლის შემდეგ ტრადიციას სკოლის მოსწავლეები აგრძელებდნენ.
,,ჩვენს მოსწავლეებს ვასწავლიდით საშობაო სიმღერას, ,,25 დეკემბერსა, ქრისტე იშვა ბეთლემსაიო", დადიოდნენ ალილოზე, აგროვებდნენ პროდუქტებს და მიჰქონდათ გაჭირვებულებთან" - გვითხრა კულტურის სახლის ყოფილმა თანამშრომელმა.
სოფელ სამთავისის ეკლესიაში შობის ღამეს წირვა-ლოცვა აღევლინება, მთელი რაიონის მასშტაბით მრევლი იკრიბება. ღამის თევის შემდეგ კი, ჭიშკარი იკეტება. მთავარ ეკლესიაში ამჟამად დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |