Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ახალი გზა დასავლეთ საქართველოსკენ ,,ხაშური-სურამი-ჩუმათელეთის" გვერდის ავლით
თბილისი-სენაკის საავტომობილო გზაზე ახალი შემოვლითი გზა გაკეთდება.

ე.წ. ზედამხედველობის ტენდერში იტალიურმა კომპანიამ - „IRD ENGINEERING” - გაიმარჯვა.

14 კმ-იანი გზა ზემო ოსიაურიდან გვერდს აუვლის ხაშურს, სურამსა და ჩუმათელეთს და პირდაპირ რიკოთის გვირაბს დაუკავშირდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის წარმომადგენლის ცნობით, ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მაია ქალიაშვილმა და „IRD ENGINEERING”-ის დირექტორმა პაოლო ორსინმა უკვე მოაწერეს.

საზედამხედველო მომსახურების ღირებულება 4 964 791 აშშ. დოლარი და 3 643 680 ლარია. სამუშაოები 2017 წელს დაიწყება და 2019 წელს დასრულდება.

ახალი გზის მშენებლობა, მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და ევროპის საინვესტიცო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონიოს გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები აშენდება.

რაც შეეხება გზის მომდევნო ნაწილს - ჩუმათელეთი-ხევის 12 კმ-იანი გზას, ის დაიწყება არსებული რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ, სოფელ ჩუმათელეთში და დასრულდება სოფელ ხევში

,,გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მომზადდება ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია, განსახლების სამოქმედო გეგმა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისათვის საჭირო სატენდერო დოკუმენტაცია, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის დროულად დასრულებას. გათვალისწინებული ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 2 330 030 აშშ დოლარს და 2 440 426.29 ლარს. მომსახურების გაწევის ვადა შეადგენს მომსახურების დაწყებიდან 14 თვეს" - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.