Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გამგეობის ვალდებულებები ახალი ნაგავმზიდების გადაცემის შემდეგ
საქართველოს მუნიციპალურ განვითარების ფონდი 2 ცალ კომპაქტორიან
ნაგავმზიდ მანქანას და 100 ცალ ნარჩენების კონტეინერს გორის
მუნიციპალიტეტის გამგეობას გადასცემს.
ამის თაობაზე გადაწვეტილება რაიონის საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
გადაწყვეტილების მიხედვით, მუნიციპალიტეტს გამგებელს, 521 814 ლარის ღირებულების ქონების შეძენის მიზნით, ფონდთან ხელშეკრულების გაფორმების უფლება მიეცა.
ხელშეკრულების პროექტში წერია, რომ ქონების გადაცემა სესხის სახით მოხდება. მითითებული თანხა კი, 10 წლის განმავლობაში 2019 წლიდან უნდა დაიფაროს.
,,სესხის ოდენობა საბოლოოდ დაზუსტდება პროექტის ქონების სრულად გადაცემის შემდეგ. სესხის ხანგრძლივობა 10 წელი; საშეღავათო პერიოდი 2019 წლის 28 ოქტომბრამდე; საპროცენტო განაკვეთი: რეფინანსირების განაკვეთს+0,5%; გაცემის საკომისიო - სესხის თანხის 1%; აუთვისებელი სესხის ძირი - (ვალდებულების საკომისიო - commitment fee) 0,5%. სესხის ძირზე პროცენტის დარიცხვის ვადის ათვლა იწყება პირველი ტრანშის გაცემის თარიღიდან." - წერია ხელშეკრულების პროექტში.
პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2016 წლის 12 ივლისს გაფორმებული გრანტისა და სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში.
ქონების გადაცემის შემდეგ გამგეობამ უნდა უზრუნველყოს პროექტის ქონების გამოყენებით შეგროვებული ყველა ნარჩენის განთავსება საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად მოქმედ ნაგავსაყრელზე;
ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად დააწესოს და აწარმოოს ნარჩენების შეგროვების ტარიფების ამოღება საბოლოო მომხმარებლისგან;
ნაგავსაყრელის მშენებლობის ხელშეკრულების და/ან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ბენეფიციარის ვალდებულებების შესაბამისად, შპს - საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან ან მსგავსი ფუნქციების მქონე სხვა კომპანიასთან, თითოეული ახალი ნაგავსაყრელისთვის, რომელიც ბენეფიციარის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაიწყებს ფუნქციონირებას მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის მანძილზე, გააფორმოს საჯარო მომსახურეობების ხელშეკრულება;
ნარჩენების შემგროვებელ და ნარჩენების მართვის მომსახურეობის კომპანიებთან გააფორმოს საჯარო მომსახურების ხელშეკრულებები, თუ ბენეფიციარის მიერ გამოყენებული იქნება ამგვარი მომსახურეობის კომპანიები;
განახორციელოს გარემოს დაცვითი და სოციალური მართვის გეგმა და ნარჩენების მართვის გეგმა;
დააზღვიოს ფონდის მიერ გადაცემული კომპაქტორიანი ნაგვის მანქან(ები)ა; უზრუნველყოს პროექტის ქონების გამართული ფუნქციონირება;
კომპაქტორიანი ნაგვის მანქან(ებს)ას ჩაუტაროს ტექნიკური დათვალიერება საქართველოს კანონმდებლობისა და მწარმოებლის მოთხოვნების შესაბამისად.
დაუყოვნებლივ შეატყობინოს ფონდს ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით რაიმე შემთხვევის დადგომის შესახებ, რომელსაც აქვს ან შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა გარემოზე, მოსახლეობასა და დასაქმებულთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, აღნიშნული შემთხვევის ხასიათი და მის აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ზომები.

წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შევა ორივე მხარის მიერ ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. თუმცა, დაკონკრეტებული არაა, ხელმოწერიდან რა ვადაში.
Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |