Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
76-ე კილომეტრი - სტატისტიკურად მანქანებისთვის სახიფათო მონაკვეთი გორთან
სტატისტიკის მიხედვით ავარიების უმეტესობა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე ხდება.

მაგალითად, 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებისას 602 ადამიანი დაიღუპა, აქედან, 99 მოქალაქე - ავტობანზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ცნობით, ავტობანის ყველაზე პრობლემურ უბნად 76-ე კმ-ი ითვლება.

ეს მონაკვეთი კი, გორიდან 9 კმ მანძილზე, სოფელ შავშვებთან მდებარეობს.

ბოლო 5 წლის განმავლობაში ავტობანზე სულ 362 მოქალაქე დაიღუპა, აქედან, 76-ე კილომეტრზე - 37 ადამიანი.

2015 წლის მონაცემების ანალიზისას, ასოციაციის წევრები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე მეტი 50,7% მსუბუქ ავტომობილთან შეჯახებაზე მოდის, შემდეგ ადგილზეა ქვეითთან - 16,7 %-ით, 13,8%- დაბრკოლებას ეჯახება, ხოლო 13,1%-ისთვის შეჯახება ამობრუნებით დასრულდა. 1,9% კი, გაჩერებულ ტრანსპორტს შეეჯახა

33,5%-მანევრირების წესების დარღვევაზე მოდის, შემხვედრ მოძრაობის ზოლში გადასვლა 14,3%, სიჩქარის გადაჭარბება/გასწრების წესების დარღვევა 11,2%, ნასვამი მართვა 7,4 %, დისტანციის დაუცველობა 5,8%. 18,8% კი საერთოდ დაუდგენელია.

,,თუ ვსაუბრობთ არასწორ მანევრირებაზე, რომელზეც ყველაზე მეტი 33,5 % მოდის არის ძალიან ზოგადი და ინფორმაციული თვალსაზრისით არაფერს გვაძლევს, ვინაიდან არ ჩანს გამომწვევი მიზეზი არასწორი მანევრირების და ასეთი ტიპის დარღვევაში შეიძლება გავაერთიანოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევაც. თუ ამ 33,5 %-ს დავუმატებთ ოფიციალურად დაუდგენელ 18,8 %-ს, მივიღებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების 52,3 %-ში ვერ დგინდება რეალური გამომწვევი მიზეზი." - აღნიშნავენ ასოციაციაში.

ასოციაციის ექსპერტების აზრით, უნდა ხორციელდებოდეს "შავი წერტილების" შესწავლა სხვადასხა დარგის ექსპერტების მიერ ადგილებზე და შედგეს სამოქმედო გეგმა;

ასევე, უნდა დაინერგოს სტატისტიკური მონაცემების შეგროვების თანამედროვე ტექნოლოგიები, რათა საშუალება მიეცეს პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის.

საჭიროა აღნიშნულ მონაკვეთებზე ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელება, უსაფრთხოების სტანდარტების უმაღლეს დონეზე აყვანა. პრევენციის მიზნით, კამერებით და რადარებით აღჭურვა; მოსახლეობის ინფორმირება აღნიშნული წერტილების არსებობის შესახებ.

რაც შეეხება 2016 წლის სტატისტიკური მონაცემებს, ჯერ მხოლოდ პირველი სამი კვარტლის მონაცემებია გასაჯაროებული.

2016 წლის პირველ სამ კვარტალში, 5 035 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. დაღუპულთა რაოდენობა 409-ს მიაღწია, ხოლო 7 325 მოქალაქე დაზარალდა.

პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, დაფიქსირებული ფაქტებიდან 186 შემთხვევის მიზეზი სიმთვრალეა.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციას 2016 წლის საბოლოო (პირველი მეოთხე კვარტლის) მონაცემები ჯერ არ აქვს. თუმცა, არსებული მონაცემები 2015 წელთან შედარებით დიდად უკეთესობისკენ არ იცვლება.


 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.