Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
მოძღვრის ნაჩუქარმა აბრამ ორი სოფელი დაპირისპირებისგან იხსნა
სამწევრისისა და თათანაანთუბნის ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დამთავრდა.

მას შემდეგ, რაც ორი სოფლის ტერიტორია ერთმანეთისგან აბრით გაიმიჯნა, სიტუაცია დაწყნარდა.

აბრა, წარწერით - ,,თათანაანთუბანი - ღმერთმა დაგლოცოთ" - სამწევრისის ეკლესიის მოძღვარმა სპეციალურად დაამზადა.

მოსახლეობას შორის დაპირისპირება საგზაო სამმართველოს მუშების მიერ შეცდომით დადგმულმა ნიშნებმა გამოიწვია.

როგორც გაირკვა, გზის სამუშაოების დამთავრებისას, მუშებმა სამწევრისის აღმნიშვნელი წარწერა თათანაანთუბნის ტერიტორიაზე დააყენეს, რასაც თათანაშვილების გაღიზიანება გამოიწვია.

,,ჩვენი სოფელი მეშვიდე საუკუნიდან არსებობს. სულ თავიდან სამი ძმა თათანაშვილი დასახლებულა აქ, მერე გაიზარდა სოფელი. ახლა, 30 გვარის წარმომადგენელი ცხოვრობს აქ, მაგრამ უმრავლესობა მაინც ჩვენ ვართ. რატომ უნდა წაშლილიყო თათანაანთუბნის კვალი, ეს ხომ წინაპრების შეურაცხყოფა იქნებოდა" - აცხადებს ალიკა თათანაშვილი.

პირველად, ,,სამწევრისის" წარწერა თათანაანთუბნელმა ზაზა გოგიჩაშვილმა შეამჩნია.

,,მე მაშინვე ვუთხარი მუშებს, რომ ეს ამბავი ასე იოლად არ დამთავრდებოდა. ეგრეც მოხდა" - ამბოს გოგიჩაშვილი.

ვალერი თათანაშვილი აცხადებს, რომ დაპირისპირება სერიოზულ ჩხუბებში არ გადაზრდილა.

,,უბრალოდ, ჩვენი სოფლის ახალგაზრდებს ჩააგონეს, რომ ამით მათი სოფლის სახელი იკარგება. ამაზე იყვნენ გაღიზიანებული" - ამბობს ვალერი თათანაშვილი.

შარშან, სოფელ სამწევრისის ეკლესიის მოძღვარმა ,,თათანაანთუბნის" აღმნიშვნელი ახალი წარწერა თბილისში დაამზადებინა და სოფლის მოსახლეობას ჩაუტანა.

,,ამის შემდეგ სოფლის მეუფის დახმარებით ჩამოიტანეს ახალი წარწერა და დადგეს. მერე ისე აღმოჩნდა, რომ ერთ ადგილზე ორი წარწერა იყო - სამწევრისისა და თათანაანთუბნის" - აცხადებს ზაზა გოჩაშვილი.

ახლა ამის შემდეგ დაიწყო კამათი. ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი ავთანდილ ცხვედაძე აცხადებს, რომ სოფლები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, თითქმის 50 მეტრი აშორებს ერთმანეთს.

,,სამწევრისი და თათანაანთუბანი ერთი გზის გაყოლებაზე მდებარეობს. პრობლემა საგზაო სამშენებლო კომპანიის მიერ არასწორად დამონტაჟებულმა აბრებმა გამოიწვია. ეს სიტუაცია მამაომ გამოასწორა. ჩამოიტანა ტრაფარერტი თათანაანთუბნელებისთვის და დადგა, ზედ წააწერა ,,ღმერთმა დაგლოცოთ". სამწევრისის წარწერა კი,იქ გადასწიეს, სადაც სამწევრისი იწყებას" - აცხადებს ავთანდილ ცხვედაძე.

 


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.