Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
მამაკაცი ანთებული ღუმელით ქუჩაში


თამაზ საათაშვილი ქუჩაში ცხოვრობს.

მისი ცხოვრება ღამე იწყება. შუაღამით ურიკით დადის და ნაგვის ურნებიდან ბოთლებს და რკინის ნაჭრებს აგროვებს.

შემდეგ ჰყიდის, აღებული თანხით საკვებს ყიდულობს.

ზამთარში რომ არ შესცივდეს, გამოსავალი იპოვა. ურიკაზე ძველი ღუმელი დადგა და  ანთებული ღუმელით დადის.

,,სოციალურ დახმარებას ვითხოვ და არ მინიშნავენ" - გვითხრა თამაზ საათაშვილმა ახალი წლის ღამეს.

საკითხის გასარკვევად ქალაქ გორის მერიის სოციალური სამსახურის უფროსს ეკა ქუთათელაძეს დავუკავშირდით. მისგან შევიტყვეთ, რომ თამაზ საათაშვილი ცხოვრობდა დასთან, სადგურის დასახლებაში.

სახლში, რომელიც ქალაქის მერიამ ნაზი საათაშვილს უქირავა თვეში 100 ლარად, ცხოვრობს 9 ადამიანი: ნაზი საათაშვილი, მისი ძმა გია საათაშვილი მეუღლითურთ და 6 მცირეწლოვანი ბავშვი.

ფოტო: ოთახი, სადაც 6 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, მალე მეშვიდე ბავშვი გაჩნდება



ნაზი საათაშვილი გორის ძველ ბაზართან, ავტოსადგურზე მუშაობს. ფასიანი ტუალეტის მოლარეა და, როგორც მან გვითხრა, მანამდე ამ სამუშაოს დედამისი ასრულებდა.

,,დედაჩემიც იქ მუშაობდა, იქ დაავადდა. მეც იქ დაავვადდი. ახლა მთელი სხეული დამძიმებული მაქვს" - ამბობს ნაზი საათაშვილი.

ის თავის ძმის მდგომარეობით შეწუხებულია. ეკა ქუთათელაძესთან მუდმივ კავშირშია და ცდილობს, მისგან გაიგოს ძმის მდგომარეობა.

ერთსართულიან სახლში ნაზი საათაშვილის მეორე ძმა, გია საათაშვილი და თავისი მეუღლე ცხოვრობენ.



ფოტო: გია საათაშვილი 6 შვილთან და დასთან ერთად

გია საათაშვილს ექვსი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რძალი მალე მეშვიდე შვილს გააჩენს. უფროსი შვილი 6 წლისაა. გია საათაშვილი კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობს. დილის 7 საათზე გადის და საღამოს გვიან ბრუნდება.

ვიდრე თამაზ საათაშვილი ქუჩაში საცხოვრებლად გავიდოდა, ერთ ოთაში 10 ადამიანი ცხოვრობდა. გია საათაშვილი ფიქრობს, რომ გამოსავალი არსებობს.

,,ქალაქის ბინაში ამდენ ხალხს არავინ შეგვიშვებს. ერთი სათხოვარი მაქვს, მე რომ მაგალითად ტინისხიდში სახლი ვნახო და ჩემი შვილებით იქ გადავიდე საცხოვრებლად, მერია შეძლებს ქირის გადახდას?" - გვითხრა გია საათაშვილმა.

ქალაქის მერია სოფელ ტინისხიდში ამას ვერ შეძლებს. ეს რაიონის გამგეობის გადასაწყვეტია.



Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.