Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
მერიის აუდიტის დასკვნაში გორის ,,დილას" შემოწმების მასალები არ შეიტანეს
ქალაქ გორის მერიის აუდიტის დასკვნა რეაგირებისთვის კონტროლის პალატას გადაეცა.

ამის შესახებ სამსახურის უფროსმა გოგიტა ორთანეზაშვილმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მერიის დაქვემდებარებაში არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული ორგანიზაციების საქმიანობით, უმჯობესია, კონტროლის პალატა დაინტერესდეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელთ არსებული 13 გვერდიანი ანგარიში 10 ორგანიზაციას ეხება.

ჩამოთვლილ ორგანიზაციებს შორის ააიპ ,,გორის დილა" არ შედის.

საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წევრებმა, სწორედ, ეს ფაქტი გააპროტესტეს.

,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა თამარ თედლიაშვილმა აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახური ,,დილას" შემოწმების შედეგებს შეგნებულად მალავს.

გოგიტა ორთანეზაშვილმა რამდენიმე ხნის წინ განგვიცხადა, რომ ამის თაობაზე, ჯერ მუშაობა არ დასრულებულა.

რატომ არ შევიდა წლიურ ანგარიში ,,დილას" შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე, კომენტარი ვერ მოვიპოვეთ.

რაც შეეხება არსებული შემოწმების შედეგებს, დანარჩენ 10 ააიპ-ში გამოვლინდა შემდეგი ძირითადი რისკები:

შიდა სამოქმედო დოკუმენტაციის: დებულების, შინაგანაწესის, ხელშეკრულებების შეუსაბამისობა ორგანიზაციის საქმიანობასთან. დაგეგმილ ღონისძიებათა არასრულყოფილად წარმოდგენილი ანგარიშები გაწეული საქმიანობის შესახებ.

არსებული რესურსის არაეფექტურად გამოყენება, საქმისწარმოების პროცედურებში გამოვლენილი ნაკლოვანებების, შრომის უსაფრთხოების წესების, რიგი თანამშრომლების მიერ ანგარიშგების არარსებობის პირობებში იზრდება რისკი იმისა, რომ მენეჯმენტი ვერ მოახდენს სათანადო კონტროლს აღნიშნულ პროცესებზე, ხოლო კადრების შერჩევის კრიტერიუმების არარსებობა ხელს შეუწყობს არაკვალიფიციური კადრების დინებას ორგანიზაციაში;

მოქმედი კანონმდებლობის დარღვევითაა განხორციელებული საბუღალტრო დოკუმენტების წარმოება.

გაფორმებისა და შენახვის სისწორის დაუცველობამ, შესაძლებელია გამოიწვიოს სამეურნეო პროცესებისა და საქმიანობის შედეგების შესახებ მცდარი ინფორმაციის ჩამოყალიბება, რომელიც აუცილებელია ხელმძღვანელობისათვის.

სახელმწიფო შესყიდვებისას განხორციელებული ოპერაციების მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, რომელმაც შესაძლოა დაწესებულება დააყენოს არასასურველი სამართლებრივი შედეგების წინაშე.

ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის არსებული წესების დაუცველად განხორციელება, რომელმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მატერიალურ ფასეულობათა ნაშთების დადგენაზე, გამოუყენებელი აქტივების გამოვლენაზე, არაფინანსური აქტივების ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, ორგანიზაციის ბალანსზე რიცხულ მოთხოვნებისა და ვალდებულებების რეალობის დადგენაზე. ასევე აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტიური ნაშთებისა და ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემების შედარების სისწორეზე.

სახანძრო და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა - რისკის ქვეშ აყენებს ორგანიზაციის ქონებას და საფრთხეს უქმნის ორგანიზაციის თანამშრომელთა და ბენეფიციართა სიცოცხლეს.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.