Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
შსს: ,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს ყველაფერს გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად"
2017 წლის 3 თებერვალს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ
საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გიუნაშვილს 20 წლით თავისუფლების
უკანონო აღკვეთა მიუსაჯა.
ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
,,ე.წ. სასამართლოს ,,გადაწყვეტილება", ისევე როგორც გიუნაშვილის მიმართ წაყენებული ,,ბრალდებები", არის გამოგონილი და ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს ყველაფერს გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად." - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, უსაფრთხოების სამსახური აქტიურად გააგრძელებს აღნიშნული საკითხის განხილვას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) შეხვედრების ფარგლებში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიუნაშვილის საქმის დეტალები უკვე მიაწოდა ყველა სახელმწიფო უწყებას, რათა აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება.
გიორგი გიუნაშვილი ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა 2016 წლის ივლისში დააკავეს.
ის წარმოშობით ოკუპირებული სოფლის დისევის მცხოვრებია.
ცხინვალის ,,კაგებეს" ცნობით, გიუნაშვილი 2004 წლიდან სხვადასხვა დივერსიულ აქტებში იღებდა მონაწილეობას და საქართველოს სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა.
ამ ინფორმაციას დე-ფაქტო მთავრობის უშიშროების სამსახურის მიერ კონტროლირებული მედია-საშუალებები ავრცელებს.
კერძოდ, სააგენტო ,,სპუტნიკის" ცნობით, გიუნაშვილმა 2007 წელს სოფელ ხელჩუასთან აფეთქება ოსური სამხედრო ძალების სიახლოვეს მოაწყო, რა დროსაც ერთი ოსი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო, ერთი - დაიჭრა. ამავე სააგენტოს ცნობით, იგი ,,დისევის დაცვის" ჯგუფის წევრი იყო.
რა მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ცხინვალის სასამართლომ, უცნობია,
სოფელი დისევი ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებრეობს და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთს ესაზღვრება.
რა ვითარებაში მოხდა გიუნაშვილის დაკავება, უცნობია.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |